ლა ლიგის სააპელაციო კომიტეტმა “ბარსელონას” საჩივარი დანი ალვესის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა, იტყობინება Cadena Ser.
იანიკ ფერეირა კარასკოს წინააღმდეგ უხეშობისთვის, რომელსაც წითელი ბარათიც მოჰყვა, ბრაზილიელი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, გადაწყვეტილება “ბარსამ” გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. კატალონიური კლუბი სასჯელის განახევრებას ითხოვდა. დანი “ესპანიოლთან” და “ვალენსიასთან” გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.
ასევე, იგი ევროპა ლიგაზევ ვერ ითამაშებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ალვესი “ბარსას” მომდევნო 4 თამაშში ვერ დაეხმარება.
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი.
იქნებ ვინმემ ჩამიგდოთ ლინკი ფიფა19-ის ახალი ტრანსფერის პატჩის?! ან დაკრეკილი ფიფა20 ან 21 თუ გეგულებათ?! წინასწარ მადლობა 🙂
არადა არაფერში ჭირდებოდა ის უხეშობა ამისთანა გამოცდილი კაცი მასე არ უნდა მოქცეულიყო მითუმეტეს უბურთო კაცს ჩაარტყა… ბებერი ლომია ფაქტია…
ნეტა რისთვის ჩივიანხოლმე, მე არ მახსოვს როდისმე დაეკმაყოფილებინოთ
ნეტავ თუ ვინმე ელოდა რამე დათმობას.
ეგ არც უნდა გაესაჩივრებინათ პა ბალშომუ სამადთლიანად მიიღო მარა ოდესმე რამე საჩივარს დაგვიკმაყოფილებენ? არასოდეს არასოდეს არ დაუკმაყოფილებიათ
სამართლიანად არ დაკმაყოფილდა, მაგრამ არც არასდროს აკმაყოფილებენ
არაუშავს დაისვენებს დანი 38 წლის კაცს ყველა თამაშს ხოარ ათამაშებს რაც უფრო დასვენებულო იქნება მით უფრო ხოდზე იქნება
ჯერ ერთი არც უნდა დაკმაყოფილებულიყო მაგრამ როდის გახსოვთ ვინმეს საჩივარი დაეკმაყოფილებინათ და მსაჯები გაემყუნებინათ? ასაჩივრებ იმასთან ვინმაც დაგსაჯარ? არაუშავს ცოტას დაისვენებს :დ