workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტოიჩკოვი: დემბელეს პატიება შეუძლებელია

სტოიჩკოვი: დემბელეს პატიება შეუძლებელია

“ბარსელონას” ლეგენდა ხრისტო სტოიჩკოვი “ბლაუგრანას” შემტევს, უსმან დემბელეს მწვავედ აკრიტიკებს.

“ბლაუგრანას” დემბელესთან, რომელსაც კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდოდა, მაგრამ ფრანგის ასტრონომიული მოთხოვნების გამო შეთანხმება ვერ შედგა. 24 წლის ფეხბურთელი პირველივე წელს 80 მილიონ ევროზე მეტს ითხოვდა, რაც კატალონიელებისთვის მიუღებელი იყო. “ბარსამ” უსმანთან განშორება იანვარში ვერ შეძლო, რის გამოც მოთამაშე კლუბს ზაფხულში უფასოდ დატოვებს.

არ მაინტერესებს, რამდენი გადაიხადა “ბარსელონამ” დემბელეში, მე მისი თამაში მაინტერესებს. მას აქვს დამახასიათებელი თვისებები, ის სწრაფია, გააქვს გოლი. თუმცა, უსმანის პრობლემა მისი გარემოცვაა.

ვფიქრობ, დემბელემ შეცდომა დაუშვა და ამის პატიება შეუძლებელია. მან იცის, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა არ ექნება. მან მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. დემბელეს პრობელმა ისაა, რომ მან კლუბის ისტორია არ იცის.

უსმანმა უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთი უბრალოდ სირბილი არაა. მან ეს უნდა გაიგოს. იოჰან კრუიფის მოწაფე ვიყავი. ასევე ვუყურებდი ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც პაპენი, ლინეკერი, გერდ მიულერი და ვან ბასტენი იყვნენ. ამ ხალხთან ერთად გავუმჯობესდი და მინდოდა, ჩემს თამაშში რაღაც შემეცვალა.

ბოლო 12 წლის განმავლობაში ფეხბურთში ხელფასები იზრდებოდა. დემბელემ უნდა იშრომოს. მის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ უსმანმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოძებნოს. მან 114 მატჩი გამოტოვა და მთლიანობაში მხოლოდ 20 შეხვედრაში ითამაშა.

– ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს Goal.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • სპარტაკი
    schedule 08 თებ 2022, 22:55
    #6

    ფატი ყოფილიყო ჯანზე და ეს თუნდაც არც გამოსულიყო ლაზარეთიდან პს 5 ეთამაშა და გდებულიყო.. თავმოყვარეობის თემაცაა რომ ზედმეტ გავლენის უფლებას აზლევენ აგენტებს.. ბევრი დაღუპა და ვერ განვითარდნენ ვინც მხოლოდ ფინანსებს გამოკიდებულ აგენტებთან აქვთ საქმე… ყველაზე დიდი მაგალითი ნეიმარია.. ბარსაში დარწმუნებული ვარ ოქროს ბურთი შეიძლება აღწბული ქონოდა უკვე.. მაგრამ მისი დის დაბადებისდღეზე კასტილით აღნიშნავს ხოლმე …

  • me da barca
    schedule 08 თებ 2022, 18:20
    #5

    ეს კაცი ნამდვილი კულეა და ამიტომ ვაფასებ.
    საკმაოდ კორექტულად ილაპარაკა. გამიკვირდა დედა, რომ არ აგინა ამ ამებას.
    იყო ბარსას გულშემატკივარი და მართლა გულით ატარებდე მის ლოგოს, ეს პრივილეგიაა. ძალიან გული მწყდება, როცა აქ ზოგიერთები ყოველ გაბრაზებაზე ბარსაზე აგდებულად ლაპარაკობენ და ტურისტების გუნდად მოიხსენიებენ. თუ არ მოგწონს ეს "ტურისტების გუნდი", ვინმემ დაგაძალა ბარსას ფანობა? გუნდების მეტი რაა. ბევრი მედროვეც მინახავს აქ, რომლებიც კაი ხანია არ ჩანან. ამ გუნდს ვგულშემატკივრობ იმ დროიდან , როცა საქართველოში მარტო პირველი არხი არსებობდა და ინტერნეტი ცხოველი იყო თუ ფრინველი არავინ არ იცოდა, სტაჟიანებს ემახსოვრებათ. ასე, რომ ეს ერთადერთი გუნდი იყო, არის და დარჩება ბოლომდე ჩემს გულში.

  • nika 54
    schedule 08 თებ 2022, 15:11
    #4

    რა არის იცით? მარტო ბარსელონაში ხო არ არის საქმე, კაცი თუ პროფესიონალი ხარ შენი საქმე უნდა აკეთო როგორც საჭიროა.
    რა სხვა გუნდთან თუ მოიქცეოდა ასე ვინმე შეაქებდა? უბრალოდ ჯერ კაცი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი, ცუდია რო ეს პუიოლის და გვარდიოლას დროს არ მოვიდა გუნდში. არც პეპი და არც კარლესი ამას არ ამოასუნთქებდნენ და თუ აზრზე არ მოვიდოდა პირველივე წელს გააცმევინებდნენ. ეს დებილი კი არა უზრდელობისთვის იბრაგიმოვიჩი გაუშვა პეპმა ამას რო ათი თავით ჯობდა მოედანზე.

  • Fc Barca Batumi
    schedule 08 თებ 2022, 14:38
    #3

    პირველ რიგში დემბელე, ხავი სიმენსი, ილაიშ მორიბა და სხვებიც, მათ ჯერ ვერ გაუგიათ სად თამაშობდნენ და რას ნიშნავს იყო ბარსელონას ფეხბურთელი! სხვებიც, პერსპექტიულ ახალგაზრდებზე გულდასაწყვეტია ფულს რომ გამოეკიდნენ, – არა და, ბარსადან ასე წასულნი, იმის ნახევარს, მესამედს ვერ აჩვენებენ, რასაც ბარსაში აკეთებდნენ!

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 თებ 2022, 14:00
    #2

    მართალია, არ აფასებენ ეს მოთრეული ღლაპედი ბარსას, სად ლა მასიელი რომ დააფასებს გუნდს და შეიყვარებს და სად ვიღეც სლემბელეები და ღლესტები, უტვინო ფეხბურთელი ბარსაში ვერბგაქაჩავს, კრუიფის ფილოსოფიის დამკვიდრების და მერე პეპის მხრიდან განვითარების შემდეგ მითუმეტეს ფიზიკურობაზე მეტად ინტელექტი ჭრის, არც ინიესტა იყო სწრაფი,არც ძლიერი, არც მაღალი, მაგრამ ნამდვილი ჯადოქარი იყო, აი ეგეთი ხალხია საჭირო რომელსაც პირველ რიგში გუნდი უყვარს, ტვინი უმუშავებს, და ტალანტი აქვს, ფუზიკურობა კი დღევანდელ ფეხბურთში ასევე საჭირო რამაა მაგრამ მაგის განვითარება შეგიძლია, მთავარია ის სამი გქონდეს

  • xavi73
    schedule 08 თებ 2022, 13:14
    #1

    ეგრეა ზუსტად, მარა ვინაა პატრონი ყველამ თავზე გაისხა და ისტორია აღარავის ახსოვს , ეგ ღუპავს ყველაფერს და ბარსაც მაგ გზაზე იდგა, ეხლა იმედი მომეცა ლაპორტას დაბრუნებით და ჩავის მოსვლითაც რა თქმა უნდა,ისევ ძველი ნამდვილი კულეები თუ უშველიან ამ გუნდს ახალი გამოჩეკილი უინტელექტო ლაწირაკების ადგილი არაა ბარსაში.