workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მემფის დეპაი დაბრუნებასთან ახლოსაა

მემფის დეპაი დაბრუნებასთან ახლოსაა

“ბარსელონას” ბანაკიდან ისევ კარგი სიახლეებია, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ამჯერად საქმე გუნდის თავდამსხმელის, მემფის დეპაის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

დეპაიმ ტრავმა 8 დეკემბერს “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. ამის შემდეგ ნიდერლანდელმა შემტევმა 8 იანვარს “გრანადასთან” ითამაშა, რის შემდეგაც მან ისევ დაზიანება მიიღო.

AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი იტყობინება, რომ დეპაი უკვე გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა და ის დაბრუნებასთან ახლოსაა. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მემფისი 10 დღეში დაბრუნდება და “ნაპოლისთან” ითამაშებს.

“ბარსელონა” “ნაპოლის” 17 თებერვალს დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 08 თებ 2022, 15:42
    #13

    ზაფხულამდე მაინც ვერავის გაუშვებენ და იმედია ჩავი ამ დროში თვითონ ჩვენზე კარგად მიხვდება ვინ იქნება ის ბედნიერი, რომელსაც წასვლა მოუწევს.

  • torniket
    schedule 08 თებ 2022, 13:30
    #12

    სავარაუდოთ ამის გაყიდვა იქნება საჭირო თუ ჰალანდის მოყვანა უნდათ, ზამენაზე ობაც გვეყოფა… ლუკ დეიონგი, ბრეითა და დემბელე წავლენ ესეც მიყვება, ადამა ალბათ ტრინკაუში გაიცვლება ფატი ფერანი და ჰალანდი ძირითადში პლიუს აბდე და ჟუტგლა საკმარისი იქნება

  • Giorga
    schedule 08 თებ 2022, 10:11
    #11

    Depay toresi adama iqneba idealiri trio

  • gio-rakitich
    schedule 08 თებ 2022, 03:17
    #10

    მოკლედ მაგარი ბრძოლა იქნება ძირითადისთვის და ეს ყველაზემაგარია რაც შეიძლებოდა ჩავის გაეკეთებინა ამ ეტაპისთვის,ყველა იბრძოლებს ჩავის გეგმებში შესასვლელად და ეს გუნდს წაადგება ყველა ბოლომდე დაიხარჯება,მაღალი კონკურენცია კარგია, გუნდი უფრო ბრძოლისუნარიანი გახდება.
    ასე რომ ყოჩაღ ჩავი)ვამოს ბარსა მოვიდა მაესტრო heart_eyes

  • Barca_MNS
    schedule 08 თებ 2022, 01:57
    #9

    შეტევაში ძალიან კარგი ვარიატნები გვაქ ამის დაბრუნებაც დახატავს, პს. ბოლოს ეს ფლეიმეიქერად გვყავდა და არ იყო ცუდი შემტევებს უკან.

  • M10 S9 D11
    schedule 08 თებ 2022, 00:35
    #8

    არადა ამის ათამაშება ჰაერივით გვჭირდება

  • Davita
    schedule 07 თებ 2022, 22:37
    #7

    Iniesta_8,
    რაში უნდა გაიზარდოს დეპაი როლი? ტიპი მაზილაა, ჯობს დეპაი გაცვალონ ადამაში, დრიბლიორი მაინც გვეყოლება გუნდში

  • Fc Barca Batumi
    schedule 07 თებ 2022, 22:30
    #6

    რა დროს დეპაია ხახლხო!
    ჩავიმ დაქოქა გუნდი და ახლა ახალ ველიკზე ფიქრის დრო, ნაღდად არ არის!

  • Iniesta_8
    schedule 07 თებ 2022, 22:04
    #5

    არაფერში გვჭირდება ამჟამად დეპაი. ვინმემ ტრავმა თუ მიიღო ხო თუარადა იჯდეს სკამზე. ზაფხულში სავარაუდოდ ლუკ დე იონგი და ტრაორე წავლენ და მერე უფრო გაიზრდება ამის როლი.

  • me da barca
    schedule 07 თებ 2022, 21:50
    #4

    ეს ზაფხულში უნდა გაუყენონ კუდიგორის გზას. კუმანის ხათრით მოვიდა და კუმანთან წავიდეს. ამის არყოფნა არც კი დაეტყობა გუნდს.

  • davidus2020
    schedule 07 თებ 2022, 21:40
    #3

    ეს სულ დამავიწყდა!😀😀😀

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 თებ 2022, 20:53
    #2

    ეს არ ვარგა ფორვარდად, ვინგერად როცა დაიწყო მაშინ პირველი 3 თამაში ძალიამ მაგარი იყო, ახლა ტორესი, ობამა, ბრაითა, ლუკი გვყავს ფორვარდებად და აღარაა ამისი ფორვარდობა საჭირო, ერთი უმაღლესი დონის მეწყვილე სჭირდებოდა ამას და მაგრად შეეწყობოდა, ახლა ეგეთი 2 გვყავს, პლიუს ფატი

  • Maradona
    schedule 07 თებ 2022, 20:12
    #1

    როგორც დაიწყო ისე უნდა გააგრძელოს რა, თუარადა მაინც უფასოდაა მოყვანილი და ნებისმიერ თანხად გაყიდვაც მომგებიანი იქნება. არადა თავიდან მარტო ეს თამაშობდა ნორმალურად.