workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარასკო მიიჩნევს, რომ ალვესმა განზრახ იუხეშა

კარასკო მიიჩნევს, რომ ალვესმა განზრახ იუხეშა

ლა ლიგის 23-ე ტურში “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლა და 4-2 დაამარცხა.

შეხვედრის 69-ე წუთზე, იანიკ ფერეირა კარასკოზე უხეშობისთვის დანი ალვესი მოედნიდან გააძევეს. მატჩის შემდეგ, ბელგიელმა განაცხადა, რომ ალვესმა მას ფეხი განზრახ ჩაარტყა.

მან მითხრა, რომ მე მას გავცდი და ფეხი შემთხვევით მომარტყა. მან დაინახა, რომ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და განზრახ იმოქმედა. ვიდეო ჯერ არ მინახავს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ბურთის დაჭერას ასე მაღლა ცდილობდა. მე რომ მინდორზე არ დავრჩენილიყავი და არ გამეპროტესტებინა, VAR-ი არბიტრს მომენტის გადასამოწმებლად არ მიიხმობდა.

“ბარსელონამ” კარგად ითამაშა, მათ იცოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. შანსები, რომლებიც მიეცათ, გამოიყენეს. მას შემდეგ, რაც ათი კაცით დარჩნენ, მათ კართან საფრთხის შექმნა ვერ მოვახერხეთ.

– კარასკოს სიტყვებს Sport-ი ციტირებს.

“როხიბლანკოს” დამარცხებით, ჩავის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Barca_MNS
    schedule 08 თებ 2022, 03:06
    #10

    ციტატა: levanoza
    არადა 100% წითელი იყო. არ უნდა მოქცეულიყო მასე.


    არადა რა, არ მისცეს? laughing

  • levanoza
    schedule 07 თებ 2022, 22:34
    #9

    არადა 100% წითელი იყო. არ უნდა მოქცეულიყო მასე.

  • me da barca
    schedule 07 თებ 2022, 21:29
    #8

    შენმა მწვრთნელმა სხვანაირად იჭიკჭიკა

  • XAVI 6-8
    schedule 07 თებ 2022, 18:15
    #7

    ციტატა: BARC4ever
    ბეილმა რა უქნა უმიტიტის


    აბა მადრიდისტებს კითხე თუ იყო გასაგდები ბეილი🙃არა და 100000%საწითლე იყო

  • M10 S9 D11
    schedule 07 თებ 2022, 16:16
    #6

    მართლა უაზრობა გააკეთა არადა შეგვეძლო კიდე გატანა

  • nika 54
    schedule 07 თებ 2022, 16:10
    #5

    ატლეტიკოს ფეხბურთელი რო ბარსელონელზე განზრახ უხეშობას ახსენებს ცოტა უხერხული ხო არ არის. ეგღა გვაკლია ბარემ ატლეტიკმა და რეალმაც დაგვაბრალონ უხეშობა. გუნდებმა რომელთა სამარკო ნიშანიც სწორედაც რო უხეშობაა.

    ციტატა: .Gladiator.

    ციტატა: BARC4ever
    ამაზე ბევრად უარესი მახსოვს 2017/18 წლების სეზონში ბეილმა რა უქნა უმიტიტის (2-2 რომ დამთავრდა) და იქ ბარათი თუ აჩვენა არ მახსოვს.


    საერთოდ არ უჩვენებია ბარათი
    არადა აშკარა საწითლე იყო


    სხვათა შორის, კარგად მახსოვს იმ წელს მუნდიალი ტარდებოდა რუსეთში და მსაჯთა კორპუსს ტრენინგებზე სწორედ ეს მომენტი აჩვენეს როგორც 100%-იანი წითელი.

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 თებ 2022, 15:49
    #4

    კაი რაც არ უნდა იყოს ადამიანია და ფეხბურთელს ფეხის მოტეხვისთვის განზრახ არ გაწირავდა, მითუმეტეს თუ იცოდა რომ თამაშგარე იყო, თამაში კი ჩოლოზე უკეთ შეაფასა

  • .Gladiator.
    schedule 07 თებ 2022, 13:31
    #3

    ციტატა: BARC4ever
    ამაზე ბევრად უარესი მახსოვს 2017/18 წლების სეზონში ბეილმა რა უქნა უმიტიტის (2-2 რომ დამთავრდა) და იქ ბარათი თუ აჩვენა არ მახსოვს.


    საერთოდ არ უჩვენებია ბარათი
    არადა აშკარა საწითლე იყო

  • Barca_MNS
    schedule 07 თებ 2022, 13:11
    #2

    არაა გამორიცხული მაინც ბრაზილიელია, არაფერი მოეკითხებათ ამათ laughing

  • BARC4ever
    schedule 07 თებ 2022, 12:52
    #1

    ამაზე ბევრად უარესი მახსოვს 2017/18 წლების სეზონში ბეილმა რა უქნა უმიტიტის (2-2 რომ დამთავრდა) და იქ ბარათი თუ აჩვენა არ მახსოვს.