გუშინ ჩავი ერნანდესმა ევროპა ლიგისთვის “ბარსელონას” განაცხადი დაასახელა, რომელშიც ბევრისთვის უცნობი ანდერ ასტრალაგა მოხვდა.
ბასკი მეკარე, რომელსაც შემოკლებით “ასტრას” ეძახიან, 17 წლისაა, მისი სიმაღლე კი 190 სანტიმეტრს შეადგენს. Sport-ის ინფორმაციით, ანდერი ჰაერში ძალიან ძლიერია და ბურთთან ერთად შესანიშნავად მოქმედებს.
ასტრალაგა “ლა მასიას” 2018 წელს, ბილბაოს “ატლეტიკიდან” შემოუერთდა, ახლა კი “ბარსას” 19-წლამდელთა გუნდის წვერია. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს “ბლაუგრანამ” გუნდის კარის მე-3 დარაჯი, ინიაკი პენია სეზონის ბოლომდე თურქულ “გალათასარაიში” გაანათხოვრა. შესაბამისად, ახლა მის ადგილს ანდერი დაიკავებს და ევროპა ლიგაზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის, ნეტუსა და არნაუ ტენასის გვერდით იქნება.
იქვე სადაც: ახლა მის ადგილს ანდერი დაიკავებს და ევროპა ლიგაზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის, ნეტუსა და არნაუ ტენასის გვერდით იქნება.
ბასკებს კარგი მეკარეები ჰყავდათ ხოსე ანხელ ირიბარი, ლუის არკონადა ჩვენი ანდონი სუბისარეტაც ბასკია წარმოშობით
თუ ესეთი მაგარია კიდევ გაიზრდება და შტეგოს შეცვლის. მეკარის პრობლემაც მოგვიხსნია და ეგაა.
ტენასი სად არი?
ასტრა არა ვინსტონი😂
კიდევ კარგი 80-ს, ან პალიოტს არ ეძახიან, ასტრას კიდევ არა უშავს რა.
ანუ 17 წლისაა და უკვე შტეგენზე მაღალია, და კიდევ გაიზრდება, ასე ჰაერზე ვერც კარგს იტყვი და ვერც ცუდს, იმედია მიეცემა შანსი და ვნახავთ რა შეუძლია
"ბასკი მეკარე, რომელსაც შემოკლებით "ასტრას" ეძახიან"
ასტრა არა ვინსტონი😂