workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩესი “პორტოსთან” სათამაშოდ მზადაა

სანჩესი “პორტოსთან” სათამაშოდ მზადაა

გუშინ გამართული ვარჯიშის შემდეგ ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების სია, ვინც მონაკოში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ევროპის სუპერთასის გათამაშებაში.

 

პეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ მონაკოში გუნდი სრული შემადგენლობით წაიყვანოს. გუნდთან ერთად გაემგზავრებიან ტრავმირებულებიც და “ბარსა ბ”–ს ოთხი მოთამაშე. დოს სანტოსს, ბარტრას, კუენკასა და ოიერს ევროპის სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. ოიერი განაცხადში იქნება, ვინაიდან “ბარსას” მეორე მეკარე პინტო დისკვალიფიცირებულია. შეგახსენებთ, რომ პინტოს სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარ–ფინალში მომხდარი ინციდენტის გამო.

ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო გუნდის ჩილელმა ახალწვეულმა ალექსის სანჩესმა. მაქსველი, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ჯერ ისევ ლაზარეთში რჩება.

გუშინ ნაშუადღევს ძირითადი გუნდის თვრამეტმა ფეხბურთელმა (მინუს ტრავმირებული პიკე, პუიოლი და აფელაი) და “ბარსა ბ”–ს ხუთმა მოთამაშემ (ოიერი, მონტოია, ბარტრა, დოს სანტოსი და კუენკა) “კამპ ნოუზე” ივარჯიშა.

 

გუნდი მონაკოში დღეს, ევროპის დროით 9 საათზე გაემგზავრება და  დანიშნულების ადგილას დაახლოებით 11 საათზე ჩავა. 20:15 საათზე ფეხბურთელები მონაკოს “ლუი II”–ის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ. დღეს ცნობილი გახდება “ბარსელონას” მეტოქეთა ვინაობა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. კენჭისყრის დროს ასევე გამოვლინდება გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონადან” აღნიშნულ ნომინაციაზე ორი ფეხბურთელია წარდგენილი – ჩავი და მესი. მათ კონკურენციას უწევს კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალიდან”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward