ჟოან ლაპორტა ერლინგ ჰოლანდის შეძენაში დარწმუნებულია

“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ზაფხულში “დორტმუნდის” ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეძლებს, იტყობინება Onda Cero-ს ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი.

მიუხედავად ამისა, ნორვეგიელი თავდამსხმელის დამატება, რა თქმა უნდა, რთულია, ამაში კი მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გარანტია იქნება. “ბლაუგრანა” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო საკლუბო ტურნირზე უნდა მოხვდეს.

წყაროს ცნობით, ჰოლანდის ვერშეძენის შემთხვევაში “ბარსას” გეგმა B დუშან ვლაჰოვიჩი იყო, რომელიც ახლა უკვე გამორიცხულია, თუმცა, კატალონიურ კლუბს გეგმა C-ც აქვს – “სოსიედადის” შემტევი ალექსანდერ ისაკი.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Bakero
    schedule 04 თებ 2022, 02:34

    ციტატა: riva
    რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს პრიორიტეტი ბუსის შემცვლელის ძებნაა. იმ ფილოსოფიას რასაც ბარსა თამაშობს აუცილებლად სჭირდება უმაღლესი დონის აპორნი. გაიხსენეთ რაიკაარდის დასაწყისი. სანამ დავიდსი არ მოვიდა ზამთარში გუნდი საშინელი იყო. მერე ზაფხულში დეკუ. მერე ტურე და პეპის დროს ბუსი. თუნდაც ენრიკეს ესპანეთი ბუსით და ბუსის გარეშე ორი სხვა გუნდი იყო ზაფხულში.

    სამწუხაროდ ბუსს აღარ შეუძლია მთელი სეზონის ან თუნდაც 90 წუთის სტაბილურად ჩატარება. დე იონგი იმის აჩრდილიღაა რაც იყო. ნიკო რამდენად გაამართლებს არ ვიცი. მოკლედ აპორნი გვინდა პასის მაღალი კულტურით

    გეთანხმები 1000%-ით ! კაი ხნის წინ უნდა დაესვათ სკამზე მას შემდეგ რაც ნახეს რომ ფიზიკურად ვეღარ ქაჩავდა ორ ტაიმს და საქმეში ენახათ ფრენკი და ნიკო საყრდენის პრობლემა მცველებზე უფრო სერიოზული პრობლემაა ბარსელონაში (ჩემი აზრით რასაკვირველია)

  • rivaldo80
    schedule 03 თებ 2022, 16:00

    არ ვიცი ეს ბიჭი ისეთი ამბიციურია და ფულის მოყვარული…ამაზე ნაკლები ვარსკვლავები არ გვყიდია მაგრამ ვინ გამართლა თავქენც კარგად ნახეთ ზუსტად ესე უპრაგონოდ ფულების გადაყრამ მიყვანა კლუბი აქამდე.მაინც მგონია ვინც მეტს გადაუხდის იქ წავა

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 თებ 2022, 13:55

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: riva
    რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს პრიორიტეტი ბუსის შემცვლელის ძებნაა. იმ ფილოსოფიას რასაც ბარსა თამაშობს აუცილებლად სჭირდება უმაღლესი დონის აპორნი. გაიხსენეთ რაიკაარდის დასაწყისი. სანამ დავიდსი არ მოვიდა ზამთარში გუნდი საშინელი იყო. მერე ზაფხულში დეკუ. მერე ტურე და პეპის დროს ბუსი. თუნდაც ენრიკეს ესპანეთი ბუსით და ბუსის გარეშე ორი სხვა გუნდი იყო ზაფხულში.

    სამწუხაროდ ბუსს აღარ შეუძლია მთელი სეზონის ან თუნდაც 90 წუთის სტაბილურად ჩატარება. დე იონგი იმის აჩრდილიღაა რაც იყო. ნიკო რამდენად გაამართლებს არ ვიცი. მოკლედ აპორნი გვინდა პასის მაღალი კულტურით

    დე იონგი ზუსტად იმიტომაა აჩრდილი რო ჩამშლელის პოზიციას არ გააკარეს. ნეტა დროზე მიხვდეს ჩავი რო ძმაკაცობის პონტში გასწორების დრო არაა და დასვას სკამზე 300 წლის სერხიო.

    დე იონგი და ნიკო შანსს ნამდვილად იმსახურებენ და ვნახოთ რას იზამენ, თუ არ გაამართლეს საყრდენის გარეშე შეუძლებელია თამაში

  • DesmondHume
    schedule 03 თებ 2022, 13:21

    ციტატა: riva
    რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს პრიორიტეტი ბუსის შემცვლელის ძებნაა. იმ ფილოსოფიას რასაც ბარსა თამაშობს აუცილებლად სჭირდება უმაღლესი დონის აპორნი. გაიხსენეთ რაიკაარდის დასაწყისი. სანამ დავიდსი არ მოვიდა ზამთარში გუნდი საშინელი იყო. მერე ზაფხულში დეკუ. მერე ტურე და პეპის დროს ბუსი. თუნდაც ენრიკეს ესპანეთი ბუსით და ბუსის გარეშე ორი სხვა გუნდი იყო ზაფხულში.

    სამწუხაროდ ბუსს აღარ შეუძლია მთელი სეზონის ან თუნდაც 90 წუთის სტაბილურად ჩატარება. დე იონგი იმის აჩრდილიღაა რაც იყო. ნიკო რამდენად გაამართლებს არ ვიცი. მოკლედ აპორნი გვინდა პასის მაღალი კულტურით

    დე იონგი ზუსტად იმიტომაა აჩრდილი რო ჩამშლელის პოზიციას არ გააკარეს. ნეტა დროზე მიხვდეს ჩავი რო ძმაკაცობის პონტში გასწორების დრო არაა და დასვას სკამზე 300 წლის სერხიო.

  • riva
    schedule 03 თებ 2022, 13:04

    რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს პრიორიტეტი ბუსის შემცვლელის ძებნაა. იმ ფილოსოფიას რასაც ბარსა თამაშობს აუცილებლად სჭირდება უმაღლესი დონის აპორნი. გაიხსენეთ რაიკაარდის დასაწყისი. სანამ დავიდსი არ მოვიდა ზამთარში გუნდი საშინელი იყო. მერე ზაფხულში დეკუ. მერე ტურე და პეპის დროს ბუსი. თუნდაც ენრიკეს ესპანეთი ბუსით და ბუსის გარეშე ორი სხვა გუნდი იყო ზაფხულში.

    სამწუხაროდ ბუსს აღარ შეუძლია მთელი სეზონის ან თუნდაც 90 წუთის სტაბილურად ჩატარება. დე იონგი იმის აჩრდილიღაა რაც იყო. ნიკო რამდენად გაამართლებს არ ვიცი. მოკლედ აპორნი გვინდა პასის მაღალი კულტურით

  • DesmondHume
    schedule 03 თებ 2022, 12:47

    ისაკმა კოსოვოსთან რაც გააკეთა ის ორწუთიანი მონაკვეთი უნდა ატრიალო ყველა ტელევიზიით. არც ეგაა ცუდი ბიჭი, მაგრამ ჰოლანდი ჰოლანდია

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 03 თებ 2022, 12:30

    ალემანი მიხედავს

  • shu1987
    schedule 03 თებ 2022, 12:29

    ისე ლაპორტა უეჭველი დადებს დარწმუნებული ვარ, ერთ მაგარ ტრანსფერს და ეს იქნება უეჭველი. ეს ცხოველი წინ დახატავს ბარსას.

  • nika 54
    schedule 03 თებ 2022, 12:26

    "ჰოლანდიდან-ისაკამდე" რომელიღაც ფილმის სახელს მაგონებს.

  • XOMERIKI1984
    schedule 03 თებ 2022, 12:14

    ისაკი არა ნიუტონი კიდე

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 თებ 2022, 11:56

    ფული წესით პრობლემა არ უნდა იყოს, 75 მილიონია მაგისი ფასი და 100 მილიონს სპონსორი გვაძკევს, პლიუს გრიზმანი, პიანიჩი, ტრინკაო და კოუტინიო თუ გამოისყიდეს 120 მილიონზე მეტს ვიშოვით, ჯამში 220 მილიონზე მეტია, ამას დაუმატე ნაგვები წაეთრევიან გუნდიდან და ფული იქნება, თავარია ახლა სახელფასო ჭერის პრობლემები მოგვარდეს და შეთანხმებას მიაღწიონ, მოკლედ შეუძლებლად არ ჟღერს ეს ტრანსფერი