მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოკლედ
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ "ბარსელონამ" "ვილიარეალთან" მატჩისთვის მზადება თითქმის სრული შემადგენლობით განაახლა. ჟიულ კუნდე, დანი ოლმო, პაუ კუბარსი და ფრენკი დე იონგი ვარჯიშის საწყის ნაწილში გუნდთან ერთად მუშაობდნენ.

“ბარსელონამ” ერთდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა. ჰანსი ფლიკის განკარგულებაში სანაკრებო პაუზაზე წასული ფეხბურთელები დაბრუნდნენ და გუნდი ლა ლიგის მომდევნო მატჩისთვის ემზადება.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 19 ნოემბერს გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ენტონი გორდონმა, დომინიკ ლივაკოვიჩმა, ფერმინ ლოპესმა, მარკ ბერნალმა, ლამინ იამალმა, რაფინიამ, პედრიმ, ჟოაუ კანსელუმ და ჟოან გარსიამ.

განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჟიულ კუნდე, დანი ოლმო, პაუ კუბარსი და ფრენკი დე იონგი ვარჯიშის საწყის ნაწილში თანაგუნდელებთან ერთად მუშაობდნენ. ოთხივე ფეხბურთელის მდგომარეობა “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანია, თუმცა კლუბს მათი სრულფასოვნად დაბრუნების შესახებ ჯერ არ განუცხადებია.

პირველი გუნდის ვარჯიშს “ბარსა ატლეტიკის” ორი ფეხბურთელი, ალექს კამპოსი და ჰამზა აბდელკარიმიც შეუერთდა.

ჰანსი ფლიკის გუნდი მომდევნო ვარჯიშს პარასკევს, 20 ნოემბერს გამართავს.

“ბარსელონა” ლა ლიგის მე-13 ტურში “ვილიარეალს” დაუპირისპირდება. შეხვედრა კვირას, 22 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაიწყება. ჩემპიონატის ლიდერს რთული გამოცდა ელის, რადგან “ვილიარეალი” კატალონიელებისთვის საკუთარ მოედანზეც უხერხული მეტოქეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი