ახლახან “ბარსელონამ” წინა, ჟოზეპ მარია ბართომეუს დროინდელი მმართველობის პერიოდზე ჩატარებული გამოძიების შედეგები გაასაჯაროვა.
ჟოან ლაპორტა, ბარსელონას პრეზიდენტი:
ძალიან საეჭვო ოპერაციებია აღმოჩენილი. ყველა მათგანი შესწავლილია. გამოძიებამ უკანონო და არაპროპორციული გადასახადები აღმოაჩინა.
არ გვინდა იმ ქმედებების თანამონაწილეები ვიყოთ, რამაც “ბარსელონა” რთულ სიტუაციაში ჩააგდო. წინა მმართველობიდან მივიღეთ ეკონომიკური მდგომარეობა ასტრონომიული ვალითა და დიდი დანაკარგებით.
ამას ვასაჯაროებთ, რადგან “ბარსას” წევრებს უფლება აქვთ იცოდნენ, როგორ იმართებოდა კლუბი წინა მმართველობის პერიოდში.
სასამართლოში საჩივარი შევიტანეთ. აქ ვართ იმისათვის, რომ ყველაფერი უფრო დეტალურად განვმარტოთ.
ედუარდ რომეუ, ბარსელონას ეკონომიკის ვიცეპრეზიდენტი:
როდესაც კლუბის სათავეში მოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ ფული არ გვქონდა და იყო ბევრი ვალი. თანხა არც ხელფასების გადასახდელად გვქონდა.
“ბარსელონამ” 2 წელიწადში 600 მილიონ ევროზე მეტი დაკარგა, აქედან კორონავირუსზე კი მხოლოდ 135 მილიონი მოდის.
ვალი, რომელიც მოკლევადიანი იყო, გრძელვადიანი გავხადეთ.
7 წლის განმავლობაში “ბარსელონას” ობიექტებზე, რომლებიც სრულიად მოძველებული იყო, არანაირი რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა.
Espai Barca კლუბს საშუალებას მისცემს, განვითარდეს, იყოს კონკურენტუნარიანი. ჩვენ ამ პროექტის დამტკიცება რეფერენდუმის გზით მოვახერხეთ.
სასამართლო პროცესების ხარჯები 400 მილიონ ევროზე მეტს შეადგენდა. ვცდილობთ, ყველა საკითხი მოვაგვაროთ.
ჩვენი ფულადი სახსრების 450 მილიონიანი უარყოფითი ბალანსი გვაქვს.
სახელფასო გადასახადი ფუნდამენტური საკითხია. ანაზღაურებებთან დაკავშირებით სიტუაცია არამდგარდი და რთული იყო. საჭირო იყო მოლაპარაკებები ფეხბურთელებთან, რომლებსაც კონტრაქტები უკვე გაფორმებული ჰქონდათ.
დღემდე ხელფასებიდან 159 მილიონი ევრო უკვე დავზოგეთ.
შემოსავლების თვალსაზირისით მოძლიერება გვჭირდება… ახლა საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ, მაგრამ “ბარსა”, როგორც ბრენდი, მაინც ძლიერია.
ჩვენ დავისახეთ მიზანი, რომ “ბარსელონა” 2 წელიწადში კარგ მდგომარეობაში ჩავაყენოთ. ახლა ბოლომდე დარწმუნებულები ვართ, რომ გამოვასწორებთ იმ სიტუაციას, რომელშიც აღმოვჩნდით.
ჟაიმე კამპანერი, იურისტი:
იმ ყველაფერის შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, ეჭვგარეშეა, რომ სასამართლოსთვის უნდა მიგვემართა.
როდესაც ვინმე სხვის ქონებას მართავს, მას არ შეუძლია ფული ისე ხარჯოს, თითქოს თავისი იყოს.
საუბარია მილიონობით თანხებზე. არსებობს საშუამავლო გადასახადები, რაც დადასტურებული არაა. საკომისიოები 33%-მდე აღწევს, როდესაც ნორმად მიღებული 5% არის.
ადვოკატებმა ფული ყოველგვარი მომსახურების გაწევის გარეშე მიიღეს. საუბარი რამდენიმე მილიონ ევროზეა. მაგალითად, ფეხბურთელის შეძენისთვის დაახლოებით 7 მილიონის მიღებაზე.
დაფიქსირდა მიზანმიმართული საბუღალრტო ანგარიშსწორებები, ფული კი მითვისებული იყო.
კლუბმა ხალხის გასაჩუმებლად 1.7 მილიონი ევრო გადაიხადა.
აღმოჩნდა 15 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები სხვა კლუბისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყალბებულ კონტრაქტში.
ჟოან ლაპორტა აგრძელებს:
ვიცოდით, რომ ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა იქნებოდა, მაგრამ ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა.
პროკურატურამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ეს დანაშაული.
ჩვენ არც პოლიციელები ვართ და არც მოსამართლეები. უბრალოდ ვასრულებთ ვალდებულებას, რომ ეს ყველაფერი კლუბის წევრებს გავაცნოთ.
აქვს თუ არა ვინმეს კლუბის ფული მითვისებული? ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რასაც სასამართლო გამოძიება არ გამორიცხავს. ამას გამოძიება დაადგენს.
არსებობს ადვოკატის მიერ აღებული ასტრონომიული საკომოსიო, რომელიც გადახდილია ფეხბურთელის და არა კლუბის მეშვეობით.
სახელფასო ჭერი 159 მილიონი ევროთი შევამცირეთ, რაც დღევანდელ პირობებში მოსალოცი ამბავია.
კლუბები ფეხბურთელებით ინტერესდებიან და როდესაც ისინი ამხელა ხელფასებს ხედავენ, მათ მოთამაშეები აღარ აინტერესებთ. ამიტომ ხელფასების შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია.
გვინდა, შეძლებისდაგვარად დანაკარგები შევამციროთ და შემოსავლების მატების პარარელურად ვალის გადახდა გავაგრძელოთ.
ცუდ სიახლეებს გატყობინებთ, მაგრამ ამას ვაკეთებთ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და იმის გასაგებად, რომ ამ ყველაფერში ჩვენ არ ვმონაწილეობთ.
კარგი სიახლე ისაა, რომ გუშინ დიდი ძალისხმევით ადამა ტრაორეს ტრანსფერი სრულად დავხურეთ და თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, ობამეიანგსაც გავიფორმებთ.
გვინდა, ისტორიის ეს ბნელი ეტაპი დავასრულოთ.
არსებობს ჟურნალისტებისთვის გადახდილი ფული საეჭვო მიზეზებით.
დემბელე? უსმანმა თქვა, რომ შეთავაზება ძალიან კარგი იყო, მაგრამ შემდეგ თავი ეკონომიკურმა საკითხმა იჩინა… როდესაც მას შევატყობინეთ, რომ ეს საკმაოდ კარგი პირობები იყო, აგენტმა თავისი პოზიცია დაიკავა და არაფერი თქვა.
დემბელეს უნდოდა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმებოდა. შემდეგ მათ მეტი მოითხოვეს და ყველაფერი ჩაიშალა. აგენტს არაფერი უთქვამს, რასაც ასეთი შედეგები მოჰყვა. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ უსმანისგან თანხმობა არ მიგვიღია.
ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც დემბელემ არც ინგლისური კლუბის შეთავაზება მიიღო და აქ დარჩენა არჩია. ეს არც მისთვის და არც კლუბისთვის კარგი არაა.
რაც დემბელესთან დაკავშირებით მოხდა, ძნელი გასაგებია. უსმანი ახლა ჩვენ გუნდშია. ჩავიმ აქცენტი უნდა გააკეთოს აწმყოზე, მაგრამ მან მომავალზეც უნდა იფიქროს და თუ დემბელე მომავალ სეზონში არ გვეყოლება…
ვფიქრობ, დემბელეს სხვა კლუბთან შეთანხმება აქვს.
ობამეიანგის დოკუმენტები გუშინ 00:00 საათამდე ერთი წუთით ადრე მივიღეთ.
ხელს არავის ვადებ. ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
ვისურვებდი თუ არა წინა მმართველობის წევრების ციხეში ხილვას? არა. არ მინდა, ვინმეს ზიანი მივაყენო და არც პირადი ინტერესები მაქვს. პასუხისმეგბლობა მოვიხადეთ კლუბის წევრების წინაშე. ვინმეს დადანაშაულება არ გვინდა.
ბართომეუსთან არ მილაპარაკია, მაგრამ თუ ის საუბარს მოისურვებს, ამისთვის მზად ვარ. დიალოგზე უარი არასდროს გვითქვამს და ამას არც გავაკეთებთ.
არსებობს სხვა დარღვევებიც, მაგრამ დეტალებს ჯერჯერობით ვერ გაგაცნობთ… გამოძიებას მოთხოვნის შემთხვევაში მტკიცებულებებს მივცემთ. მათ დასახმარებლად მზად ვართ.
რასაც არასდროს გავაკეთებ, არის იმის თქმა, რომ ფეხბურთელის ღირებულება 17 მილიონია და შემდეგ აღმოჩნდება, რომ 40 მილიონი მამამისისთვისაა გადახდილი. რასაც არასდროს გავაკეთებ, გადასახადების დამალვაა. რეალობას არასდროს დავმალავ და ახსნა-განმარტებებს ყოველთვის გავაკეთებ.
მიდი, მიაწექი…
არ არის ეხლა ის აჩკებიანი ჩამოსახრჩობი? როგორ უნდა მოახერხო მილიარდამდე ფულის გაფლანგვა? რა თქმა უნდა გვაშაყირებდა, მაგრამ ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა რუმენიგემ ასეთი რამე თქვა:
„დღესდღეობით ფინანსებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ამჟამად გვაქვს ძალიან ცუდი მაგალითი „ბარსელონას“ სახით.
გულწრფელად და გულახდილად ვიტყვი: იმ ღამეს, როცა მათი 1.5 მილიარდიანი ვალის შესახებ შევიტყვე, ცუდად მეძინა. ფეხბურთში მსგავსი მოვლენები ძალიან, ძალიან მაღელვებს.“ – აღნიშნა რუმენიგემ.(არადა კარგი ფებურთელი იყო)
ვიღაცას ახლა ძმარავს ამ ამბის გაგონებაზე.
თუ რამე, მარტო ეს გნიდა არ შევა ვირის აბანოში, სხვებიც გაყვებიან.
დარწმუნებული ვარ საქართველოში კარგად აპრობირებული ატკატების თემაა. მე ამდენს გადაგიხდი, შენ ამდენს დამიბრუნებ ქეშის სახით, რომ არ გამოჩნდეს საბანკო ოპერაციები.
ხო და კამანდა ლაპორტას აჯვავს :დდ მაგრად აზროვნებთ 🤣
ტიპმა ასობით მილიონი ფლანგა ბოტებზე, ჟურნალისტებზე და შუამავლებზე ოღონდ პოსტი შეენარჩუნებინა, ახლა კიდე ქუჩაში თავისუფლად დადის გეგონება ცუდი არაფერი გაუკეთებია. ამხელა ფინანსური მაქინაციებისთვის 15-20 წლიანი ციხე ეკუთვნის. შეიძლება კლუბი კარგად ვერ მართო თუ არ გაქვს მაგის ტრაკი მარა ხალხის გაშვებაზე მილიონების ხარჯვა დიდი დანაშაულია.
*ვერებით უნდა ჩამოკიდონ ბართომეუ
ზუსტად ან მოიტანოს ან ციხე ! ნებისმიერი სხვა ვარიანტი ისევ ბართომეუსთან გარიგებაა ანუ იგივე კრიმინალური ქმედება !
ბართომეოს დააბრუნებინოს ის ფული თუარადა ჩაალპონ ციხეში, მაგრამ არამარტო ფულზეა საქმე, ძალიან ბევრი არაკანონიერი საქმე ექნება გაკეთებული მაგ @@@@@@@
ბარტომეუმ პასუხი უნდა აგოს, რომ არ განმეორდეს ეს ტრაგედია.
რაღას უყურებთ, ან მოიტანოს ბართუშამ მოპარული მილიონები ან ჩაალპონ ციხეში. ეს ხო პატარა ქურდობა არ არის ყველა რო იპარავს ცოტ-ცოტას სახელმწიფოს სახსრებიდან, აქ ლაპარაკი მსოფლიო ბრენდზეა, რომელიც ბართომეუმ ყველას დასაცინი გახადა ამ არაკაცმა.