ევროპა ლიგაზე “ბარსელონას” ფერან ჟუტგლა და აბდე ეზალზული ვერ დაეხმარებიან.
Sport-ი წერს, რომ UEFA-ს წესდების მიხედვით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდებს ევროტურნირების განაცხადში მხოლოდ სამი ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება აქვთ. “ბარსელონას” შემთხვევაში, ეს მოთამაშეები დანი ალვესი, ფერან ტორესი და ადამა ტრაორე იქნებიან. ასევე, აბდე და ჟუტგლა თამაშს ვერც სარეზერვო გუნდის წევრის სტატუსით ვერ შეძლებენ, რადგან მათ კლუბში ორი წელი გატარებული არ აქვთ. შესაბამისად, ისინი გუნდს ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ვერ დაეხმარებიან.
მიუხედავად ამისა, კლუბი ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს. მიზანს მარცხენა მცველისა და ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმება წარმოადგენს. ისინი ევროპა ლიგაზე თამაშს ვერ შეძლებენ, თუმცა მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანას” მთავარ მიზანს ლა ლიგის საუკეთესო ოთხეულში შესვლა წარმოადგენს.
საუბარი ნიკოლას ტალიაფიკოსა და ალვარო მორატას იჯარით აყვანაზეა.
აბდეს ტექნიკურობა დაგვაკლდება და დაცვაში ჩამოსვლები აი ჟუნტგლა საჯარიმოში ყოფნა დიდი არაფერი დანაკლისია
რა მოკვდა?
მოკვდა არა ისა სერიოზული კონკურენტი რომ სჭირდება ამაზე ვთანხმდებით და ლამასიელია იცის კლუბი კაი ფეხბურთელია გამოცდილებაც აქვს გრანდებთან თამაშის მათ შორის ჩვენი კლუბის წინააღმდეგ ასე რომ კაი ვარიანტია გრიმალდო
რა მოკვდა?
ამ ბუსკეცით ნუ გაბურღეთ ტვინი…😐😐
რაც არ უნდა იყოს გუნდის ლეგენდაა და მაგაზე უმფო მეტად საყრდენ ზონაში ვერავის ვენდობით, ვერ დე-იონგს და ვერც ნიკოს, საყრდენი ზონის ჩაბარება მარტივი საქმე ნაღდად არაა და ვერ გავრისკავთ მითუმეტეს ნაპოლისთან
ეზლაზული დიდად არც დაგვაკლდება აი ჟუტგლას კიდე გამოიყენებდა კაცი
《○BIG ĆULE○》,
ამ ბუსკეცით ნუ გაბურღეთ ტვინი…😐😐
ანუ ამაზე სისულელე წესები ჯერ არ გამიგონია რა სამ კაცზე მეტის განაცხადში შეყვანა არ შეიძლება ტიპები რა დებილები არიან ან ის რა წესია ორი წელი რო უნდა გქონდეს გუნდში გატარებული სრული სიდებილეა
ნაპოლისთან ანუ დეპაი, ტორესი, ბრაითა, ლუკი, ტრაორე იქნებიან?
——-შტეგენი
დანი-არაუხო-პიკე-ალბა
———-ბუსი
პედრი———გავი
ადამა–ტორესი—-დეპაი
ამ შემადგენლობით არ კი ვიქნებით მაგრამ მაინც უნდა მოვუგოთ ნაპოლის
ამ მორატას როდის შეეშვებიან. დაანებონ თავი ატლეტიკოს სახვეწარი რა გვჭირს, ეგ მათხოვრები.
გრიმალდო უნდა მოიყვანონ ალბას ორმოცის შემდეგ

ვინ იგონებს ამ წესებს.აბა გადაიცვას მაშინ ჩავიმ და შევარდეს მოედანზე,ლუბოის ჯიბეში ჩაისვამს.