workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: ატლეტიკოს მორატას გაყიდვა 35-40 მილიონად სურს

MD: ატლეტიკოს მორატას გაყიდვა 35-40 მილიონად სურს

როგორც ჩანს, “ბარსელონასთვის” ალვარო მორატას დამატება რთული იქნება.

“ატლეტიკოს” შუა სეზონში კონკურენტის გაძლიერება არ სურს. Mundo Deportivo წერს, რომ “როხიბლანკო” მორატას ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ “ბლაუგრანა” 35-40 მილიონ ევროს გადაიხდის. ეს პირობა “ბარსასთვის”, რა თქმა უნდა, მიუღებელია, რადგან კლუბი ფინანსურ რესურსს ზაფხულში ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის ამზადებს. აქვე, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ, სავარაუდოდ, ზაფხულში “ატლეტიკოს” ანტუან გრიზმანის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

ასევე, მორატას არ უშვებს მასიმილიანო ალეგრიც. მას ესპანელის დათმობა შემცვლელის პოვნის გარეშე არ სურდა. ვლაჰოვიჩის გაფორმების შემდეგ კი, წესით, “იუვეს” ტრანსფერი აღარ უნდა დაებლოკა, თუმცა ფედერიკო კიეზას მძიმე ტრავმამ ალეგრის გეგმები შეცვალა.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღე რჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nikusha
    schedule 28 იან 2022, 20:18
    #9

    გრიზმანი მაზილას ჩანაცვლება მორატათი უარესი მაზილათი სრული სიაფანდობაა. გრიზმანი შავი სამუშაო მაინც იცის და კლასნია თან სახელიანია. ალვარო თუ იტანს მხოლოდ აფსაიდიდან

  • me da barca
    schedule 28 იან 2022, 17:24
    #8

    თუ ამდენი ღირს მორატა, მაშინ ისმის კითხვა: რატომ გაუშვა მაშინ იუვეში არენდით?
    არ ღირს, მაგრამ არ უნდა ბარსა გააძლიეროს, თუ ძაან მოისურვა მაშინ გადაიხადოს სამმაგი და ბარემ გრიზმანში გავქვითოთო.
    დაასკდი ლაპორტას სერესო.

  • M10 S9 D11
    schedule 28 იან 2022, 16:04
    #7

    აბა ჰე ვინმე სხვაზე იჩალიჩეთ

  • shu1987
    schedule 28 იან 2022, 15:12
    #6

    აბა რას იზამენ, ბარსამ კიდე აჩუქა ჯერ ვილია და მერე სუარესი ლალიგასთან ერთად, ამაში 35-40 კიარა 3-4 მილიონზე მეტი არ უნდა გადაიხადო ეგეც ზედმეტია, ანუ ეს რა პოლიტიკაა ვერ გავიგე ესპანელი იყოს და იყოს თუ რა პონტია ??

  • Albicelecte
    schedule 28 იან 2022, 13:42
    #5

    ალეგრის გეგმები შეიცვალა? ვლაჰოვიჩი იყიდა და ყავს კიდევ მოისე კენი; ასე, რომ 9-იანის პოზიციაზე 2 ახალგაზრდა და ამბიციური, გოლებზე დაგეშილი ფორვარდი ყავს, კიეზა არის ტრეკვარტისტა და ვინგერი, რომელსაც მორატა ვერ შეცვლიდა, კიეზაც პოზიციაზე ათამაშებს ბერნარდესკის და თუ ისიც გაიტრამვა, მაკენი-კალუშევსკი ყავს
    ატლეტიკოს შეუძლია მორატა-გრიზმანის ბარტერზე იფიქროს, რადგან ცოტა ნამუსი მაინც უნდა შეინარჩუნოს, რომ სჭირდებოდეს მორატა, მაშინ არენდით არ გაუშვებდა
    როგორაა ფულზე გაწუწკებული ეს ხალხი, 120 ლიმონი რომ ჩაიჯიბეს, ვითომ არაფერი

  • nika 54
    schedule 28 იან 2022, 12:54
    #4

    ძალიანაც კარგი, მოასპონ აქედან. სერესოსთან საქმის დაჭერა არ შეიძლება. შარშან რამდენი ხანი გტვატყუებდა გრიზმანის გაცვლაზე და როგორ გადაგვაგდო.

  • Kun agüeroooo
    schedule 28 იან 2022, 12:44
    #3

    😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂

  • Andria
    schedule 28 იან 2022, 12:29
    #2

    რა ნაბო*ზარი გუნდია ატლეტიკო რეალზე მეტად მძულს ჯერ ატლეტიკოს სვარკა ფეხბურთი მოვხან და მერე ასეთი <<ცენზურის დარღვევა>>ები როარიან

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 იან 2022, 12:10
    #1

    ჰაჰა ამათ უყურე🤣, ვინ გადაიხდის მაგაში მაგდენ ფულს ამათ თავში ყველაფერი რიგზე ხოაქვთ? მაქსიმუმ იჯარით 6 თვით ავიყვანოთ და რაის ყიდვა, თან ამ ფასად