workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 ამ ზაფხულს, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი შედგა ძალიან ხმაურიანი ტრასფერი. იტალიურმა მხარემ ყველაფერი მოაგვარა რუსულ მხარესთან. დიდი ხნის წვალების შემდეგ ”ანჟიმ” მოახერხა კამერუნელის ხელში ჩაგდებადა ის მომავალი წლიდან რუსეთში ითამაშებს. კონტრაქტის პირობები კი ამგვარად გამოიყურება: ეტო’ო რუსეთში 3 წლის განმავლობაში დარჩება. რუსებმა კი მასში იტალიურ მხარეს 25 მილიონი ევრო გადაუხადეს. 

 

”ანჟის” ოფიციალური ვებ-გვერდი კი წერს: ”ანჟი” დიდ მადლობას უხდის იტალიურ მხარეს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იტალიელებისა. ხვალ ჩვენი გუნდის ახალწვეული გაივლის სამედიცინო შემოწმებას და შემდეგ მოაწერს კონტრაქტს ხელს. მეორე დღეს კი შედგება მისი პრეზენტაცია. 

 

სამუელ ეტოო ”ანჟიმდე” იცავდა ”ბარსელონას” და ”ინტერის” ღირსებას. მან მრავალი დაუვიწყარი სეზონი ჩაატარა კატალონიაში. ”ბარსამ” ის ”მალიორკადან” შეიძინა  24 მილიონ ევროდ. ”ბარსაში” ეტო’ო გახდა ჩემპიონთა ლიგის,  ლა ლიგის და კოპა დელ რეის მფლობელი. 

 

წარმატებები ვუსურვოთ ეტო’ოს რუსეთში. 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward