workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილბაო-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

ბილბაო-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მხოლოდ 2 ტურნირის მოგების შანსი აქვს შერჩენილი და ერთ-ერთ მათგანზე ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი ამაღამ გადაწყდება. დღეს “ბარსა” “ბილბაოს” ესპანეთის თასზე დაუპირისპირდება. ეს ეტაპი ერთმატჩიანია, ეს ერთი მატჩი კი მეტოქის მოედანზე გაიმართება. “ბარსელონას” ამოცანა იოლი ნამდვილად არაა, მით უმეტეს, რომ მეტოქე ესპანეთის თასის ისტორიაში მე-2 საუკეთესო გუნდია (“ბარსას” შემდეგ).

სათამაშო ფორმა

ორივე გუნდი ერთ ბედ ქვეშაა – “ბილბაოსაც” და “ბარსელონასაც” მცირე წაუგებელი სერია ჰქონდა და ორივე ეს სერია მადრიდის “რეალმა” შეწყვიტა. კატალონიელების შემთხვევაში ეს ესპანეთის სუპერ თასის 1/2 ფინალში მოხდა, ბასკების შემთხვევაში კი – ფინალში.

მანამდე გამართულ 4 მატჩში “ბილბაოს” 3 მოგება და 1 ფრე ჰქონდა, “ბარსას” ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია კი 3 მოგებისა და 2 ფრისგან შედგებოდა.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში “ბარსელონას” ესპანეთის თასზე მხოლოდ ერთი მარტივი თამაში ჰქონდა, ისიც “ბილბაოსთან”, გასული გათამაშების ფინალში, როდესაც კატალონიელებმა 4-0 მოიგეს. თასის სხვა შეხვედრებში “ბლაუგრანა” მუდმივად წვალობდა.

ესპანეთის თასის ახალ ფორმატში მარტივი თამაშები არც “ბილბაოს” აქვს, რომელიც გასული 2 გათამაშების ფინალისტია. ბასკებმა ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთზე მეტი ბურთის სხვაობით მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს – მიმდინარე თვის დასაწყისში, უსახელო “მანჩა რეალთან”.

“ბარსელონას” ერთი უპირატესობა აქვს – კატალონიელებმა ბოლო თამაში 12 იანვარს ჩაატარეს და მას შემდეგ უკვე 8 დღე გავიდა, “ბილბაომ” კი ბოლოს 4 დღის წინ ითამაშა.

დანაკლისი

“ბარსელონას” განაცხადი ცნობილი ჯერ არაა, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ გუნდს ლუკ დე იონგი, ერიკ გარსია, სამუელ უმტიტი და სერჟი რობერტო ვერ დაეხმარებიან. მემფის დეპაის, მარტინ ბრეითუეიტისა და უსმან დემბელეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია. ნიდერლანდელმა გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ბრეითუეიტი სექტემბრის შემდეგ მოედანზე პირველად გასვლასთან ახლოსაა, დემბელეს შემთხვევაში კი მისი კონტრაქტის საკითხის გადაწყვეტას ველით.

როგორც მიმდინარე სეზონში უმეტესად ხდება ხოლმე, “ბარსას” საკადრო პრობლემები შეტევის ხაზში აქვს. თუმცა წინა შემთხვევებთან რა შედარებაა – ახლა ჩავის არჩევანი მაინც აქვს.

ამჟამინდელი მონაცემებით “ბილბაო” ასიერ ვილიალიბრეს, უნაი ნუნიესსა და უნაი ვენსედორს მოისაკლისებს. ვილიალიბრესა და ნუნიესისგან განსხვავებით ვენსედორის არყოფნა ბასკებისთვის დიდი დანაკლისია.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “ბილბაოს” ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. “ბარსა” ხვალინდელ მეტოქეზე მეტჯერ მხოლოდ “რეალსა” და “ატლეტიკოს”, “ბილბაო” კი მხოლოდ “რეალს” შეხვედრია.

ამ გუნდებს შორის გამართული 234 ოფიციალური თამაშიდან “ბარსელონამ” 118 მოიგო, 39 ფრედ დაასრულა და 77 წააგო, გაიტანა 434 და გაუშვა 329 გოლი.

თუ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიის უფრო დეტალური სტატისტიკა გაინტერესებთ, ამ გვერდზე შეგიძლიათ, ნახოთ.

არბიტრი

შეხვედრის მთავარ არბიტრად თავდაპირველად მელერო ლოპესი იყო დასახელებული, მაგრამ მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩს ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განსჯის.

მუნუერას მონაწილეობით გამართულ მატჩებში “ბარსელონასა” და “ბილბაოს” სტატისტიკის ნახვა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

საინტერესო ფაქტები

  • “ბარსა” “ბილბაოზე” მეტჯერ მხოლოდ “რეალსა” და “ატლეტიკოს”, ხოლო “ბილბაო” “ბარსაზე” მეტჯერ მხოლოდ “რეალს” შეხვედრია;
  • “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება “ბილბაოსთან” აქვს – 1-12;
  • ეს გუნდები ესპანეთის თასის ისტორიაში საუკეთესოები არიან. “ბარსელონას” ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 31-ჯერ აქვს მოგებული, მეორე ადგილზე კი, 23 ტიტულით, “ბილბაოა”;
  • “ბილბაო” ესპანეთის თასის ბოლო 2 გათამაშების ფინალისტია, მაგრამ ამ გუნდმა ორივე თამაში წააგო;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში 3 ან მეტი გოლი გადიოდა, მანამდე კი ზედიზედ 7 მატჩში 2 ან ნაკლები გოლი;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში გოლი ორივე კარში გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბილბაოსა” და “ბარსას” ბოლო 7 დაპირისპირებიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწოდებდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებაში “ბარსელონას” გოლი ყოველთვის გაჰქონდა;
  • “ბილბაოს” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონა” ბოლო 3 მატჩში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბილბაოს” მოგებას კოეფიციენტს 3.2 ანიჭებენ, რაც მოგების 31%-იან შანსს უდრის, მაგრამ “ბილბაო” ასეთი თამაშების 33%-ს იგებს;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 2.3 ანიჭებენ, რაც მოგების 43%-იან შანსს უდრის, მაგრამ “ბარსა” ასეთი თამაშების 31%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

“ატლეტიკთან” თამაში ჩვენგან ბევრის გაღებას მოითხოვს, ეს ძალიან ინტენსიური, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. წილისყრაში არ გაგვიმართლა.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

ბილბაო (4-4-2): აგირეზაბალა, დე მარკოსი, ვივიანი, ი. მარტინესი, ბერჩიჩე, ნ. ვილიამსი, დ. გარსია, ვესგა, ბერენგერი, რ. გარსია, ი. ვილიამსი

ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, არაუხო, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, ტორესი, ფატი, ჟუტგლა

Sport

ბილბაო (4-4-2): სიმონი, დე მარკოსი, იერაი, ი. მარტინესი, ბერჩიჩე, ნ. ვილიამსი, სარაგა, დ. გარსია, მუნიაინი, ი. ვილიამსი, სანსეტი

ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, გავი, ტორესი, ჟუტგლა, ეზალზული

AS

ბილბაო (4-4-2): სიმონი, ლეკუე, იერაი, ი. მარტინესი, ბერჩიჩე, ნ. ვილიამსი, ვესგა, დ. გარსია, მუნიაინი, რ. გარსია, ი. ვილიამსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შრეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, ტორესი, ჟუტგლა, გავი

Mundo Deportivo

ბილბაო (4-4-2): სიმონი, ლეკუე, იერაი, ი. მარტინესი, ბალენსიაგა, ნ. ვილიამსი, დ. გარსია, ვესგა, მუნიაინი, სანსეტი, ი. ვილიამსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ეზალზული/ფატი, ტორესი, ჟუტგლა

პროგნოზი

  • Squawka: 0-1
  • Sportsmole: 1-2
  • Squawka: 1-2

ტრანსლაცია

თამაში 00 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭარასპორტ 1 გთავაზობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 20 იან 2022, 17:26
    #4

    ციტატა: nika 54
    უნივერსალი რატო არ აჩვენებს.


    კოპას თამაშებს არ უჩვენებს

  • El pistolero 9
    schedule 20 იან 2022, 14:58
    #3

    მე მგონია დავმარცხდებით. ვნახოთ

  • nika 54
    schedule 20 იან 2022, 14:46
    #2

    უნივერსალი რატო არ აჩვენებს.

  • GiorgiM86
    schedule 20 იან 2022, 12:39
    #1

    კონტრაქტები გაუწყვიტონ უმტიტის, დემბელესა და სერჟი რობერტოს მაგათი ხელფასებით ჰალანდი და მესი აივანონ სასწაული ტრიო იქნება ფატი, ჰალანდი და ბებერი მესი 🙂