workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილბაო-ბარსელონა – ურთიერთშეხვედრების ისტორია

ბილბაო-ბარსელონა – ურთიერთშეხვედრების ისტორია

ხვალ “ბარსელონას” ესპანეთის თასზე მნიშვნელოვანი თამაში ელის. ერთმანეთს ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გუნდები, “ბილბაო” და “ბარსელონას” დაუპირისპირდებიან. 1/8 ფინალური ეტაპი ერთმატჩიანია, შეხვედრა კი ბილბაოში გაიმართება.

“ბარსელონასა” და “ბილბაოს” ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. “ბარსა” ხვალინდელ მეტოქეზე მეტჯერ მხოლოდ “რეალსა” და “ატლეტიკოს”, “ბილბაო” კი მხოლოდ “რეალს” შეხვედრია.

ამ გუნდებს შორის გამართული 234 ოფიციალური თამაშიდან “ბარსელონამ” 118 მოიგო, 39 ფრედ დაასრულა და 77 წააგო, გაიტანა 434 და გაუშვა 329 გოლი.

მეტოქის მოედანზე “ბარსას” ცუდი შედეგი აქვს – 37 მოგება, 25 ფრე და 54 მარცხი. ასეთი ცუდი შედეგი გასული საუკუნის პირველ ნახევარში დაგროვილი წაგებების გამო დაფიქსირდა. 1929-1932 წლებში “ბარსამ” ბილბაოში ზედიზედ ექვსჯერ წააგო, შემდეგ იყო 3 მატჩში 2 მოგება და კიდევ უფრო ცუდი სერია – ზედიზედ 14 წაგება.

ექვსწაგებიან მონაკვეთში იყო ანგარიშით 1-12 მარცხი, რაც “ბლაუგრანას” ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა.

ესპანეთის თასზე “ბარსელონასა” და “ბილბაოს” ერთმანეთთან 43-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებმა 24 შეხვედრა მოიგეს, ბასკებმა – 13, ხოლო 6 დაპირისპირება ფრედ დასრულდა. თასზე მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო 2 თამაშიდან “ბლაუგრანამ” ორივე წააგო.

ქვეყნის თასიდან “ბარსა” ბოლოს სწორედ “ბილბაომ” გამოაგდო. 2020 წელს, 1/4 ფინალის ერთმატჩიანი დაპირისპირება ასევე ბასკეთში გაიმართა და მაშინ მასპინძლებმა 1-0 მოიგეს. ერთადერთი გოლი მე-3 დამატებულ წუთზე სერხიო ბუსკეტსმა საკუთარ კარში გაიტანა.

იმ თამაშის შემდეგ გუნდებმა 6 შეხვედრა გამართეს. ლა ლიგის 4 დაპირისპირებიდან 3 “ბარსამ” მოიგო, ერთი კი, მიმდინარე სეზონში, ფრედ დასრულდა. ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “ბილბაომ” 3-2 მოიგო, იმავე სეზონის ბოლოს, ესპანეთის თასის ფინალში კი “ბარსამ” მეტოქე 4-0 გაანადგურა. ამ მოგების წყალობით “ბლაუგრანა” ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.   

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 20 იან 2022, 14:57
    #5

    თუ ვერ მოგვიგეს დაგვილეწავენ ახალგაზრდებს ეს ცხოველები.

  • El pistolero 9
    schedule 20 იან 2022, 01:44
    #4

    წავაგებთ ასე მგონია. სტატისტიკაც ცუდი გვაქვს და რეალურად კოპა ერთადერთი ტურნირია სადაც ბილბაოს რაიმეს მიღწევა შეუძლია. ერთმატჩიანი ფორმატიც ხელს უწყობს და თავს გაიგიჟებენ ალბათ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 19 იან 2022, 20:52
    #3

    და მაინტერესებს, ამ თასებზე რა ხდება, რატომაა ბარსა სულ გასვლაზე?
    ახალი წესები რომ მოიგონეს, ჩემი აზრით, როცა ერთმატჩიანი თამაშია, მაშინ საერთოდ ნეიტრალურ სტადიონზე უნდა ჩაატარონ..
    თუ ვცდები?!
    მოკლედ, ჩავიმ სიქა უნდა გააძროს ბიჭებს და ყველაფერი გააკეთონ რომ ხვალ ბილბაოში ტირილის ხასიათზე დატოვონ იქაურები..
    სამ გუნდს ვერ ვიტან: ატლეტიკოს, ბილბაოს და ლევანტეს..

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 იან 2022, 20:19
    #2

    მეტს ველოდი ნამდვილად

  • me da barca
    schedule 19 იან 2022, 18:58
    #1

    ამ ხის თავიანებთან უკეთესი სტატისტიკა უნდა გვქონდეს.