workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2015 წელს ბარსამ კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის დაფინანსებაზე უარი თქვა

2015 წელს ბარსამ კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის დაფინანსებაზე უარი თქვა

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2015 წელს იყო მცდელობა, კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობა “ბარსელონას” დაეფინანსებინა, მაგრამ ჟოზეპ მარია ბართომეუმ ამაზე უარი განაცხადა.

2015 წელს ჟოზეპ მარია ბართომეუ ახლად არჩეული პრეზიდენტი იყო, მის გუნდს კი ტრებლი ჰქონდა მოგებული. El Mundo-ზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ ამ დროს “ბარსელონაში” შევიდა თხოვნა, რომ კლუბს კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობა დაეფინანსებინა.

გეგმა ასეთი იყო – “ბარსელონას” ფიქციური შრომითი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა ოთხ ადამიანთან, რომელთა ანაზღაურებაც 100-დან 120 ათას ევრომდე იქნებოდა. ეს ადამიანები რეალურად არაფერს გააკეთებდნენ, მაგრამ ხელფასს აიღებდნენ.

წყაროს ცნობით ჟოზეპ მარია ბართომეუმ ამაზე უარი განაცხადა და მოძრაობის ლიდერს, კარლეს პუჩდემონს შეუთვალა, რომ თუ ეს მისი იდეა იყო, თავად დაჰკავშირებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Davita
    schedule 18 იან 2022, 15:32
    #3

    სწორადაც მოიქცა

  • Albicelecte
    schedule 18 იან 2022, 15:19
    #2

    ოჰ ეს კატალონიელი ნაცები და ქოცები smiley არაფერის მაქნისი და არაფრისმაკეთებელი ხალხის ჩასმა და დიდი ფულის ტყუილად გადახდა, შემდეგ მათი მიხნებისათვის ქეშად მიტანები არა?! თუ ეს ტყუილი არაა და მადრიდული ტროლები არ არვრცელებენ, მაშინ პუჩდემონიც კაი ბართომეუ ყოფილა

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 იან 2022, 13:41
    #1

    მაღალი ხელფასების არაფერში გადახდა ბაროს სტილია და გასაკვირია უარი რომ თქვა