ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ბართომეუ სასამართლოში დაიბარეს

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ბართომეუ სასამართლოში დაიბარეს

“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ მოწმის სახით დაიბარეს სასამართლოში კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებზე.

Cadena SER-ის ცნობით, ბართომეუ და ყოფილ აღმასრულებელი დირექტორი, ოსკარ გრაუ, სასამართლომ გამოძიების ფარგლებში უკვე დაიბარა. საქმე ეხება 2015–2020 წლებში განხორციელებულ რამდენიმე ტრანსფერს, რომელთა შედეგად კლუბმა დაახლოებით €30 მილიონი დაკარგა.

გამოძიების ინიციატორი ბართომეუს მემკვიდრე, ჟოან ლაპორტაა, რომელმაც დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიში წარმოადგინა. მასში ნათქვამია, რომ ზოგიერთ ტრანსფერში საკომისიოები 33%-ს აღწევდა, ხოლო გარკვეული კომპანიები მხოლოდ “ბარსელონასთვის” გადასახდელი თანხების მისაღებად შეიქმნა.

ყველაზე საეჭვო გარიგებად მალკომის “ბორდოდან” €40 მილიონად გადმოსვლა სახელდება, სადაც დამატებით €10 მილიონი საკომისიო დაირიცხა. საქმეში ფიგურირებს ასევე ანტუან გრიზმანის ტრანსფერი “ატლეტიკოდან”, რომლის დროსაც იურისტ ხოსე ანხელ გონსალეს ფრანკოს დიდი ანაზღაურება ერგო.

ბართომეუ 24 ოქტომბერს დაბარებულია სასამართლოში, ხოლო გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებული იურისტი დეკემბერში მისცემს ჩვენებას.

აღსანიშნავია, რომ ეს საქმე მხოლოდ რამდენიმე კვირაში დაიწყო მას შემდეგ, რაც ბართომეუ უკვე გამოკითხეს “ნეგრეირას საქმეზე”, სადაც მას მსაჯების მოსყიდვას ედავებოდნენ. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    01 ოქტ 2025, 08:46

    და ამ ნაბო*არს ამართლებს ხალხი. ენატრებათ ბართომეუ.

  • Lasha Mamuladze
    01 ოქტ 2025, 07:43

    JustBarcaLover, რა ციხე ძმა დაჭერილი გამოუშვეს ვითომ არ დაუმტკიცდაა ან არ ვიცი მაგ ესპანეთში რაზე იჭერენ და რაზე არააა, ტიპი აშკარად დამნაშავეააა და დასაჭერი აქამდე ციხე უნდა ელაგებინა ამას..აქ კიდე შამოენძრწვა ვიღაცა სექტანტი ბარსელონას ძუკნა გუნდის ფანი და გუშინდელი გუნდია ბარსელონაო იმას იზახის.. ეს ოთხთვალა უნდა გაუკეთო უკანალში..

  • nika 54
    01 ოქტ 2025, 03:48

    ამას ბარსელონას ტაქსებივით შავ-ყვითელ ფორმაში სიარული უნდა მიუსაჯონ. გლოვის და სირცხვილის ფერი ტანსაცმლით რაც ბარსელონას ტაქსისტებს მიესაჯა გაუდის საავადმყოფოში არ გადაყვანის გამო და აგერ უკვე 100 წელია სასჯელს არ უუქმებენ. გეხსომებათ ეგ ისტორია.

  • SHOTEX_ERADZE1992
    01 ოქტ 2025, 03:22

    დასაჭერები არიან

  • Aroni
    01 ოქტ 2025, 00:43

    ამას ყვრლაზე დიდი დანაშაული მიუძღვის ფეხბურთის და ბარსას წინაშე. ტიპმა მოახერხა და საათივით აწყობილი გუნდი, გინდა ტიტულებით, გინდა თამაშის ხარისხით, გინდა ფინანსურად, აიღო და ჯერ თამაში მოუსპო, შემდეგ ფეხბურთელები და ბოლოს ფინანსურად გაანულათქო ვიტყოდი ბარსა, მაგრამ უარესი, ისეთ ვალებში გაუშვა დღემდე ვერ გამოდის გუნდი ამ მდგომარეობისან და ბოლოს, სულ ყველაფერს რო თავი დაანებო, ამ უნამუსის კისერზეა საბოლოოდ მესი რო ვერ შეინარჩუნა ბარსამ! ამიტომ ამას სახალხოდ გავასამართლებდი და სამუდამოდ ავუკრძალავდი ბარსას სტადიონზე და ა.შ მიახლოვებას

  • Visca-barca
    30 სექ 2025, 22:35

    რეეები აქ კიდე ნაჩათლახარი კაცი შვილმა არიცის პლიუს ამას ფეხბურთელების გაშავებაში ფული აქ ნახდევი ალვარესი და პლიუს ერთი ტოპ მცველი მოგვივიდოდა

  • JustBarcaLover
    30 სექ 2025, 22:29

    ეს კაცი რა ვერ ჩაალპეს ციხეში რა უბედურებაა რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი შავი საქმეები მჟღავნდება რაც ამას და თავის ბრატებს აქვთ ნავალიჩარი