დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ესპანეთის თასის 1/8 ფინალის დარჩენილი 3 შეხვედრის მსაჯები დაასახელა.
“ბილბაოსა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას 42 წლის მარიო მელერო ლოპესი განსჯის.
მელერო ლოპესს მსაჯობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, ლა ლიგაში კი ის 2014 წელს დააწინაურეს.
ლოპესი შეხვედრაში საშუალოდ 5.56 ყვითელ და 0.17 წითელ ბარათს აჩვენებს. მოქმედ ესპანელ მსაჯებს შორის ყვითელ ბარათებში ის მე-4, ხოლო წითლებში მე-19 ადგილს იკავებს. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანებს – ლოპესი თამაშში საშუალოდ 0.32 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.
ესპანეთის თასზე მარიო მელეროს 24 შეხვედრა დაუგროვდა. ამ ტურნირზე ის ფეხბურთელებს საშუალოდ 4.17 ყვითელ და 0.21 წითელ ბარათს აძლევს.
“ბარსელონას” შეხვედრა მელერო ლოპესს 9-ჯერ განუსჯია. კატალონიელებმა 6 თამაში მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს. ამ თამაშებში მსაჯს წითელი ბარათი არ უჩვენებია, თერთმეტმეტრიანი კი 5-ჯერ დანიშნა და ხუთივეჯერ “ბარსას” სასარგებლოდ.
“ბილბაოს” მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში ამ არბიტრმა 13-ჯერ იმსაჯა. ბასკებს 4 მოგება, 6 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდათ. ამ მატჩებში თერთმეტმეტრიანი არ გვინახავს, სამაგიეროდ ვნახეთ 3 წითელი ბარათი, რომელთაგან 1 “ბილბაოს” ფეხბურთელმა მიიღო.
“ბილბაოსა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ადგილობრივი დროით 20 იანვარს, 21:30 საათზე, თბილისის დროით კი უკვე 21 იანვარს, 00:30 საათზე დაიწყება.
ამას შეხვდა კორონა?
იმედია სტატისტიკურადაც დაგვიდასტურებს ბარსას უპირატესობას. იმედია გატყდა ბილბაო რეალთან წაგებით.
ყვარებია ბარათების ფრიალი;
1 გავის, გამოწერილი როგორც წესი…
მე-2 დანის, მსაჯთან კამთისათვის
მე-3 ბუსს, სადღაც 60-65 წუთზე ტაქტიკურად გამაღთლებული, სახიფათო კონტრშეტევის ჩაშლისათვის…
პიკეს "ჭყიპინს" გაატარებს, მიჩეული იქნება
დანარჩენი ბილბაოს, 4-5
წითელზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ
ბილბაოს წავკუზავთ და მსაჯსაც მივაყოლებთ