ბარსელონა-სელტა | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-სელტა | მატჩისწინა მიმოხილვა

ზედიზედ მეორე მატჩს კარგი განწყობითა და იმედებით ვხვდებით. ბოლო წლებში “ბარსელონას” გულშემატკივრები ასე განებივრებულები იშვიათად ვართ.

სათამაშო ფორმა

კარგი განწყობის მიზეზი ბოლო ორ მატჩში ნაჩვენები თამაში და დაფიქსირებული შედეგია. “ბარსელონამ” ჯერ “ბეტისი”, შემდეგ კი “ანტვერპენი” შესანიშნავ სტილში გაანადგურა, ორივე ანგარიშით 5-0. გუნდს ძალიან კარგად მოერგნენ პორტუგალიელი ჟოაუები, კიდევ ერთი ახალწვეული გიუნდოგანი, გოლების გატანა განაახლა რობერტ ლევანდოვსკიმ, დაცვა და მეკარე კი არც წინა სეზონში გვიჭირდა.

“ბარსამ” სეზონის პირველ მატჩში ქულების დაკარგვის შემდეგ ყველა თამაში მოიგო, რის შედეგადაც ჩავის გუნდი ლა ლიგაში მეორე ადგილზეა და დღეს მოგების შემთხვევაში მინიმუმ ერთი დღით გალიდერდება.

ლა ლიგის 5 ტურში “ბლაუგრანას” 13 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო შედეგია.

“სელტამ” სეზონი ცუდად დაიწყო. ვიგოელებს 5 თამაშში მხოლოდ ერთი მოგება აქვთ. ცუდ ფორმაშია გუნდის ლიდერი იაგო ასპასი, რომელსაც გოლი ჯერ არ გაუტანია. კარგად ვერც დაცვა გამოიყურება – რაფაელ ბენიტესის გუნდმა მიმდინარე სეზონში გოლი ყველა თამაშში გაუშვა.

დანაკლისი

“ბარსელონაში” კარგი ამბავი გვაქვს – გუნდს უბრუნდება დაცვის ლიდერი რონალდ არაუხო. ერთადერთი დანაკლისი პედრია.

სტუმარ გუნდს სერვის გარეშე თამაში მოუწევს.

ურთიერთშეხვედრები

“სელტასთან” აქამდე გამართული 130 თამაშიდან “ბარსელონამ” 71 მოიგო, 31 ფრედ დაასრულა და 28 წააგო. კატალონიელებმა გაიტანეს 283 და გაუშვეს 150 გოლი.

საკუთარ კედლებში ჩატარებული 65 დაპირისპირებიდან “ბლაუგრანამ” 49 მოიგო, 12 ფრედ ითამაშა და 4 დათმო.

ვიგოელების წინააღმდეგ გამართულ ბოლო 5 თამაშიდან “ბარსას” მხოლოდ 2 მოგება აქვს და ორივე საკუთარ მოედანზე.

არბიტრი

შეხვედრას მარიო მელერო ლოპესი განსჯის.

ლოპესი 44 წლისაა. მან მსაჯობა 2002 წელს დაიწყო. 2008 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2014 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში მელერო ლოპესს თამაშში საშუალოდ 28.8 ჯარიმასა და 0.32 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.3 ყვითელ და 0.3 წითელ ბარათს უჩვენებს. ლოპესის მიერ განსჯილი თამაშების 48%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 27%-ში – სტუმრები.

მარიო მელერო ლოპესიs სტატისტიკა “ბარსელონასა” და “სელტა” თამაშებში:

ბარსელონა სელტა
თამაში 10 29
მოგება 7 10
ფრე 1 8
წაგება 2 11
მოგების % 70% 34%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 5 2
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 0 5
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 0 1
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 0 3

სტატისტიკა

  • ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებაში “სელტა” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში გოლი ორივე კარში გადიოდა;
  • “სელტასთან” გამართული ბოლო 8 თამაშიდან შვიდში “ბარსელონა” ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “სელტასთან” გამართული ბოლო 8 თამაშიდან ექვსში “ბარსელონა” პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 9 დაპირისპირებიდან შვიდში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონასა” და “სელტას” ბოლო 6 დაპირისპირებაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონას” მიერ ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან რვაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონას” 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს;
  • მიმდინარე სეზონში გამართული 5 თამაშიდან “ბარსელონამ” ანგარიში ოთხში გახსნა, მეხუთეში კი გოლი არ გასულა;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები ათზე მეტ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “სელტა” ბოლო 12 თამაშში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • “სელტას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • მიმდინარე სეზონში გამართული 5 თამაშიდან ოთხში “სელტამ” ანგარიშის გახსნის საშუალება მეტოქეს მისცა;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.29 ანიჭებენ, რაც მოგების 78%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 79%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

“სელტას” ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. გასულ წელს მათთან გაგვიჭირდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, ამჯერად მოვიგებთ.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, რომეუ, გიუნდოგანი, გავი, იამალი, ლევანდოვსკი, ფელიში.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კრისტენსენი, მარტინესი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, იამალი, ტორესი, ფელიში.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, მარტინესი, ალონსო, რომეუ, გიუნდოგანი, დე იონგი, იამალი, ლევანდოვსკი, ფელიში.

AS

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, გიუნდოგანი, იამალი, გავი, ფელიში, ლევანდოვსკი.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-0
  • Sportsmole: 2-0
  • Sportskeeda: 4-1
  • 90min: 3-0
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 24 სექ 2023, 14:14

    ციტატა: Pirat❤️💙
    რას ფიქრობთ პირველ ტაიმში 2 ბურთს ვერ გავიტანთ?


    გატანის რა გითხრა და გაშვება კი მოვახერხეთ.

  • me da barca
    schedule 23 სექ 2023, 16:40

    გავთამამდები და ვიტყვი, რომ 3 და მეტი გოლის სხვაობით უნდა მოვიგოთ. ადრე მოვიგებდით თუ არა ის იყო საკამათო.

  • BarcaFan❤💙
    schedule 23 სექ 2023, 14:20

    თუ როკეს მართლა მუხლის ტრამვა აქვს მაშინ მორჩა როკეს ფეხბურთი ტყუილად გადავყარეთ 60 მილიონი რონალდო გავს კი ოღონდ ტრამვით მაგ ფული შეგვენახა და ალვარეზზე გვეჩალიჩა გაისად აჯობებდა იმედია მარტპ კოზი იქნება და ქრონიკულიც არ იქნება ზამენის ფეხბურთელი მაინც რო იყოს

  • Pirat❤️💙
    schedule 23 სექ 2023, 13:24

    რას ფიქრობთ პირველ ტაიმში 2 ბურთს ვერ გავიტანთ?