ბარსას მარცხენა მცველის იჯარით აყვანა უნდა

ბარსას მარცხენა მცველის იჯარით აყვანა უნდა

“ბარსელონას” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერება სურს. ამ ინფორმაციას ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის ჟერარ რომერო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ბალუგრანა” მარცხენა მცველის იჯარით აყვანას გეგმავს, რასაც ორი მიზეზი აქვს: 1) “ბარსას” უნდა, რომ ჟორდი ალბას საიმედო რეზერვისტი ჰყავდეს. ეს ნიშნავს, რომ კლუბი ალეხანდრო ბალდეზე იმედებს აღარ ამყარებს; 2) კატალონიელები სერჟინიო დესტის შესაძლო წასვლით გამოწვეულ დანაკლისს შეავსებენ.

რომერო “ბარსასთვის” 5 შესაძლო ვარიანტს ასახელებს. ესენი არიან: ალექს სანდრო (იუვენტუსი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი), ნიკოლას ტალიფიაკო (აიაქსი), ალექს ტელეში (მანჩესტერ იუნაიტედი), ალფონსო პედრასა (ვილიარეალი).

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • nika 54
    18 იან 2022, 11:26

    დესტის წასვლა რა გადაწყდა?

  • M10 S9 D11
    17 იან 2022, 20:02

    ამათ ყველას გრიმალდო მირჩევნია

  • Vito Kharshiladze
    17 იან 2022, 19:44

    კაი მცველები არიან მაგრამ არამგონია იჯარით გამოუშვან

  • EL MAESTRO 6
    17 იან 2022, 19:30

    ალბას გაცვლა გაიაში და დამატებით 5 მილიონი კარგი იქნებოდა, ( ჩვენ დავამატებთ) თან გაიას სიბერის ჟამი რომ მოვა მერე ( იქამდეც თუარ წავიდა) მაგ დროისთვის ბალდეც კარგ ასაკში იქნება

  • GiorgiM86
    17 იან 2022, 19:06

    ამ 5 კაციდან არცერთ არაფრის ტრაკ. არ აქვს 🙂 🙂 ახალი ნაგვების დამატების წელი იქნება ესეც 🙁

  • Barca1980
    17 იან 2022, 18:57

    და ბალდეს რას ერჩიან , არ უთამაშია საერთოდ და ერთხელ მაინც ათამაშოს რომ ვნახოთ რეალურად რა შეუძლია , თორე ალბას იმედზე მარტო ყოფნა არ გამოვა .

  • LM10RG10
    17 იან 2022, 18:42

    გაია ან ტალიაფიკო🙂გრიმალდოს დაბრუნებაზე რატო არ ჩალიჩობეენ კიდეე ეგ მაგრად მიკვიიირს

  • La Pulga10
    17 იან 2022, 18:41

    ოეეე მე დავდგე მარცხნივ ჯობია,ვიდე ესენი.გაია მაიტათ ზაფხულში.

  • Moriba
    17 იან 2022, 18:28

    ტელეში ან ტალიაფიკო გაასწორებს