workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ მიმდინარე სეზონში 12 ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიყენა

ბარსელონამ მიმდინარე სეზონში 12 ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიყენა

მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მნიშვნელოვან ძალას ახალგაზრდა ფეხბურთელები წარმოადგენენ. ჩავი ერნანდესის მოსვლის შემდეგ, მათ მიმართ ნდობა კიდევ გაიზარდა და 41 წლის სპეციალისტმა სარეზერვო გუნდიდან კიდევ რამდენიმე მოთამაშე დააწინაურა.

Sport-ის ცნობით, მიმდინარე სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შემადგენლობაში თორმეტმა 21-წლამდელმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ლა ლიგის მასშტაბით საუკეთესო, ევროპის ტოპ-5 ლიგის მასშტაბით კი მეორე საუკეთესო შედეგია. კატალონიელებს მხოლოდ ფრანგული “სენტ-ეტიენი” უსწრებს (13).

ახალგაზრდა ფეხბურთელების სია ასეთია: ერიკ გარსია, ალეხანდრო ბალდე, გავი, ნიკო გონსალესი, სერჟინიო დესტი, იუსუფ დემირი, აბდე ეზალზული, პედრი, ანსუ ფატი, ალვარო სანსი, ესტანის პედროლა და ილიას აკომაში. მათ მალე ფერან ტორესიც შეუერთდება, რომელიც 21 წლისაა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 12 იან 2022, 15:13
    #3

    ალა ამათ მინიმუმ ორი წელი მაინც უნდათ რო შეთამაშდნენ და თუ ყველამ გაამართლა სასწაული გუნდი გვეყოლება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 იან 2022, 20:56
    #2

    კარგია ამდენი კარგი ახალგაზრდა მოთამაშე რომ გვყავს მაგრამ გამოცდილებიც საჭიროა , ოღონდ ისეთი არა რომელიც გადაბერებულია, სადღაც 25-29 წლის კარგი ფეხბურთელებიც რომ გვყავდეს ძაან კარგი იქნებოდა

  • El pistolero 9
    schedule 11 იან 2022, 18:35
    #1

    მომავალი რომ აქვს გუნდს ეს აშკარაა, თუმცა რამდენიმე საშუალო ასაკის მოთამაშეც გვჭირდება. გუნდის ძირითად ბირთვს ახალგაზრდები და ბებრები შეადგენენ 25-30 წლების შუალედში მყოფი მოთამაშეები თითქმის არ გვყავს და ვინც გვყავს საზიზღრად თამაშობს.