workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფაელ მარკესის ოპერაცია მძშვიდობიანად დასრულდა

რაფაელ მარკესის ოპერაცია მძშვიდობიანად დასრულდა

შეგახსენებთ რომ 2009 წლის 28 აპრილს “ბარსელონა”-”ჩელსის” შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო “ბარსას” მექსიკელმა მცველმა რაფა მარკესმა. იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და როგორც გამოკვლევებმა აჩვენა ოპერაცია იყო აუცილებელი, რომელიც ჩაუტარდა მას და როგორც მექსიკელის ექიმი აცხადებს ოპერაცია წარმატებით დამთავრდა. ექიმმა ასევე თქვა, რომ მარკესი საავადმყოფოში 1 კვირას გაატარებს, ხოლო მოედანზე გასვლას კი 3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს რომ მარკესი ამ სეზონის ბოლოს “ბარსას” ვერ დაეხმარება.
რაფაელ მარკესი გამოჯანმრთელების პირველ თვეს მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იქნება, ხოლო შემდეგ 2 თვეს კი იგი კლუბის მთავარი ექიმის ყურადღების ობიექტი იქნება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე “მარკესი მექსიკაში დაბრუნდებოდა თუ არა”, ექიმმა ასეთი პასუხი გასცა: “რაფაელი მკურნალლობის პერიოდს ბარსელონაში გაივლის, მაგრამ საზაფხულო შვებულებას მექსიკაში გაატარებს”.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ჩვენი საყვარელი გუნდის მცველს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.

წყარო www.fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward