“ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, “ბარსელონას” შემტევ ნახევარმცველზე, ფილიპე კოუტინიოზე საუბრობს:
ფილიპე შესანიშნავი ფეხბურთელია – ასეთ მოთამაშესთან ერთად გასახდელი ოთახის გაზიარება დიდი სიამოვნება იყო.
ვიცი, რომ მის სახელს “ასტონ ვილას” უკავშირებენ, თუმცა, ბრაზილიელის შეძენით კიდევ 5-6 ინგლისური კლუბი ინტერესდება.
კოუტინიო და ჯერარდი თანაგუნდელები 2013-15 წლებში, “ლივერპულში” იყვნენ. ახლა კი, შესაძლოა, სტივენი მისი მწვრთნელი გახდეს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ფილიპე ბირმინგემელთა რიგებში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
აუ მოგვაშორე რა ეს 145 მილიონიანი ჭირი.
ჯერადს ვენაცვალე, თანაგუნდელობის პონტში უჯიგრე და წაიყვანე ახლა
გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე არ გვაწყობს
ჩვენ არ გვაინტერესებს ის 5-6 კლუბი ვინც კოუტინიოთი ინტერესდება, შენ მიგყავს თუ არა? აი ეს გვაინტერესებს. როგორც დემბელემ გაწელა ნახევარი სეზონი დღეს-ხვალეობით ახლა ამან არ დაიწყოს კიდევ დროის გაყვანა.
ერთი 30 მილიონი რო მოგვცენ მაგარი იქნება.