სანდო იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო “ბარსელონას” სატრანსფერო საკითხებზე საუბრობს.
🇩🇪 | “ელ კლასიკო” უბრალო მატჩი არ ყოფილა – მას ყველამ უყურა და “ბარსამ” მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა. რიუდიგერთან დაკავშირებით გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ, კატალონიურ გრანდს შანსი აქვს.
გერმანელს, წლიურად, 9-მილიონიანი ხელფასი სურს. სანამ “პარი სენ-ჟერმენი” “რეალთან” წააგებდა, ანტონიო სწორედ პსჟ-ში გადაბარგებაზე ფიქრობდა, თუმცა, ახლა მას კარგი სპორტული პროექტიც სურს.
🇳🇴 | ჰოლანდი, არა მარტო ეკონომიკურ ფაქტორზე, არამედ, ყველაფერზე ფიქრობს. წარსულში, მან “იუვენტუსს” “ზალცბურგში” გადასვლა ამჯობინა, “მანჩესტერ იუნაიტედს” კი – “დორტმუნდი”. ნორვეგიელის გადაწყვეტილებაში მთავარ როლს პროექტი ითამაშებს.
ერლინგი რომ მხოლოდ ფულზე იყოს ფოკუსირებული, “ბლაუგრანა” მისთვის მებრძოლ კლუბთა სიაში არ იქნებოდა. “ლურჯ-ბროწეულისფერები”, ჩავისა და გუნდის სპორტული პროექტის მეშვეობით, ჰოლანდის დარწმუნებას კვლავ ცდილობენ.
🇫🇷 | დემბელესთან დაკავშირებით ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ფრანგი “ბარსელონაში” ბედნიერია.
🇧🇷 | კატალონიური კლუბი მოლაპარაკებებს რაფინიასთანაც აწარმოებს, თუმცა, ჯერ “ლიდსისთვის” არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია.
🇲🇦 | ნუსაირ მაზრაუისთვის “ბარსელონა” ყოველთვის პრიორიტეტი იყო, მაგრამ, მისი შეძენის შანსი “ბაიერნსაც” აქვს. მაროკოელის მომავალი, დიდწილად, თავისივე აგენტის, მინო რაიოლას ხელშია.
🇪🇸 | გავისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის ამბავია. ხელშეკრულება დეკემბრის შემდეგ თითქმის მზადაა – მოსაგვარებელი მხოლოდ საბოლო დეტალები დარჩა. კლუბი 17 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებაში 100%-ით დარწმუნებულია.
🇩🇰🇨🇮 | “ბარსამ” თავისუფალი აგენტების ბაზარზე (დიდი ალბათობით, იტალიელი ჟურნალისტი ანდრეას კრისტენსენსა და ფრანკ კესიეს გულისხმობს) ბრწყინვალედ იმუშავა. ეს არც მარტივია და არც FIFA (ვიდეოთამაში) – ეს რეალური ცხოვრებაა.
🇵🇹 | თუ “ბლაუგრანას” ჟოაუ ფელიშის დამატება მოუნდება, წინ დიდი სირთულეები ელის.
🇦🇷 | დიბალა ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ, ახლა ის “ბარსელონას” პრიორიტეტთა შორის არ შედის. არგენტინელი ძალიან კვალიფიციურია, მაგრამ მთავარ პრობლემას მისი ტრავმიანობა წარმოადგენს. პაულოს ესპანეთში თამაში ნამდვილად უნდა და “ბარსელონაში” გადმოსვლით ბედნიერი იქნებოდა, რადგან მისი ძმა კატალონიაში ცხოვრობს. თუმცა, დიბალას პოტენციური ტრანსფერი, ჟოან ლაპორტას გუნდის გეგმებზეა დამოკიდებული.
🇧🇷 | კოუტინიო პრემიერ ლიგაში დარჩება. სტივენ ჯერარდი მის გამოსყიდვას ითხოვს, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაა, ფილიპე “ასტონ ვილაში” დარჩება თუ სხვა ინგლისურ კლუბში გადავა.
🇪🇬 | სალაჰის პრიორიტეტი ლა ლიგა არაა, მაგრამ, მას “ლივერპულის” შეთავაზება არ მოსწონს და, შესაძლოა, მერსისაიდელთა რიგები 2023 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
🇺🇾 | დარვინ ნუნიესი ყველა კლუბს მოსწონს. ურუგვაელის სატრანსფერო ღირებულება მაღალი იქნება, რადგან ის ტოპ შემტევია.
პიკე, არაუხო, გარსია, კრისტენსენი.
ასპილიკუეტა, ალვეში, დესტი, ალბა, გაია.
ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გავი, ნიკო, კესი, ტორე.
ფერანი, დემბელე, ტრაორე, ობამეიანგი, დეპაი, ფატი, ჰოლანდი.
ეს გუნდი თუ შეიკრა პზდც
ეს ჰოლანდი რატომ ვერ დაივიწყეთ?
ჰალაზე წერენ რომანოს სიტყვებს: მბაპეს ზღაპრული პირობები ელოდება რეალში, ჰოლანდს თუ უნდა რეალში მოსვლა უფრო დაბალ ხელფასს უნდა დათანხმდესო.
ალბათ იმიტომ რომ მბაპე უფასოდ უნდა მივიდეს ჰოლანდში კი ფულია გადასახდელი.
ტერ შტეგენი, პენია, ტენასი.
პიკე, არაუხო, გარსია, კრისტენსენი.
ასპილიკუეტა, ალვეში, დესტი, ალბა, გაია.
ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გავი, ნიკო, კესი, ტორე.
ფერანი, დემბელე, ტრაორე, ობამეიანგი, დეპაი, ფატი, ჰოლანდი.
ეს გუნდი თუ შეიკრა პზდც
რა რუდიგერიო.დ რასამბობთ მაგაზე მაგარი მცველი ჩვენ რომელი გვყავს?დ კრისტენსენი კი მოიყვანეს მარა რუდიგერი თუ დაითანხმეს იქნება ძალიან ძალიან მაგარი,ჩათვალეთ დაცვაში აღარანაირი პრობლემა აღარ იქნება.
ისე ამ დარვინზე რატო არ ფიქრობენ? ჩვენც გაგვამწარა და ბევრი კიდე, ხასიათის ფეხბურთელია და ქარიზმატულია მაგრამ საჩვენოდ გამოყენება შეგვიძლია ამ ფაქტორების, რავიცი, ჰალანდზე იაფი არ ეღირება ?
ძაან კლასნია რუდიგერი გარსიას ლენგლეს ერთად ჯობია ეგ და არაუხო ყველაზე საიმედო მცველები იქნებიან თან ორივე საკმაოდ სწრაფია
რა რუდიგერი ხოარ ღადაობენ ??? ტიპი ჩამოყალიბებული სლეა იმენა 37 წლის ტიაგო სილვამ დაალაგა მაგათი დაცვა და ესენი რუდიგერიო .. ბარემ მთელი ჩელსი მოიყვანონ შიგ ხოარ აქვთ ???
აი რუდიგერი ძალიან მეზედმეტება და რა ვქნა?!
გუნდში გვყავს შემდეგი ქმედუნარიანი მცველები: პიკე, არაუხო, გარსია, ლენგლე + კრისტენსენი
უუნარო ( უთამაშებელი): უმტიტი, მინგესა
თუ გუნდი მოიყვანს რუდიგერს, მაშინ აშკარა ხდება, რომ უთამაშებელი უმტიტი, მინგესა წავლენ (100%) და მათ დიდი ალბათობით გაჰყვება ლენგლეც და აქედან გამომდინარე ვიღებთ სრულიად განახლებულ დაცვას, საინტერესო პრიორიტეტებითა და ალტერნატივებით: პიკე, რომელიც 1, მაქსიმუმ 2 სეზონში წავა, არაუხო, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავია, ძალიან დიდი ტალანტით, სიხისტითა და მენტალიტეტით, გარსია, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებს, თუმცა ადგილობრივი პროდუქტია და რაც მთავარია, ვითარდება, მისი პროგრესი თვალსაჩინოა, ახალგაზრდა და გამოცდილი კრისტენსენი, რომელიც საინტერესო თამაშს გვპირდება და რუდიგერი, რომელიც ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზეა უბრალოდ
ზედმეტად გაპიარებულია… გველის დიდი კონკურენცია და ვისურვებდი მხოლოდ ერთს, არაუხოს გარანტირებული უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი და თავის მხრივ, ვგულშემატკივრობ გარსიას ძირითადსაც
რუდიგერ ბარსაში გადმოსვლაზე არ დაფიქრდე გაასხი აქედან ვისაც თვალი დაადგა გათახსირდა პსჟეო რეალმა წაკუზა რეალიო და ბარსამ გამოისვა უკან. ვისაც კიდე ჰალანდის მოსვლას და მასში ფულის გადახდას, ვიცი რო ბევრია მარა ერთად ხო არაა გადასახდელი. დაცვის გაძლიერება გირჩევიათ. კაი ბაზარი არა მაგარი დაცვა გავჩითეთ გოლები არ გაგვდის თუ გადის 1 ჰა 2 ისიც რა უნდა მოხდეს. ამ დროს შენი შეტევა მაზილა ტორესი დეპაი დემბელე ტრაორე ტრამვსუ ფატი და ვერც შენ იტან. ბოლო კუდისმოქნევა ობამეიანგი მახსოვს ვიცი აქა მარა სადამდე იქნება ამ ხოდზე არავინ იცის