მას შემდეგ, რაც “ლინარესთან” ანსუ ფატისა და მემფის დეპაის თამაში გამოირიცხა, ცნობილი ხდება, რომ მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერც ლუკ დე იონგი შეძლებს.
გასულ სეზონში, როდესაც “ბარსელონამ” “სევილიას” 3-0 სძლია და კოპა დელ რეის ფინალის საგზური მოიპოვა, 103-ე წუთზე დე იონგმა სათადარიგოთა სკამიდან მსაჯთან კამათისთვის წითელი ბარათი მიიღო. იგი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რომელიც მას “ბარსელონაშიც” გადმოჰყვა.
შედეგად, ამ მატჩში თამაშს პირველი გუნდის ვერცერთი თავდამსხმელი ვერ შეძლებს. ჩავის მხოლოდ ფერან ჟუტგლა და ილიას აკომაში ჰყავს. შესაძლოა, შეტევის მარცხენა ფლანგზე ჟორდი ალბამ ითამაშოს.
შეხვედრა, თბილისის დროით, 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ეს დამპალი ჩვენებს ეჩხუბა და ისევ ჩვენ ვზარალობთ მაგის უზრდელობით. არადა რა იმედი მქონდა "ჰაერის მეფე" დაგლიჯავს თქო.
აკომაჩი ჟუტგლა და დემბელე იქნებიან, ცვლილებები იქნება რთული ცოტა…
გადაიცვას ჩავიმ და შევარდეს
ლინერესი ეძახე მერედა გოლი ვინ უნდა გაიტანოს? გავი მაინც განკურნებულიყო, ან აბდე
აბსურდია რა
ვინღა გაიტანს აბა გოლს