workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
1987 წლის თაობა: სესკი, პიკე, მესი, პედრო და ალექსისი

1987 წლის თაობა: სესკი, პიკე, მესი, პედრო და ალექსისი

ახლანდელ “ბარსაში” არის 5 ფეხბურთელი, რომელიც 1987 წელს დაიბადა. მათგან სესკი, პიკე და მესი იყვნენ კლუბის ისტოირაში საუკეთესო “კადეტის” ლიდერები. 87 წლის თაობამ “ბარსას” ისტორიაში ახალი ფურცლები უნდა დაწერონ. 24 წლის წინ დაიბადა 5 ფეხბურთელი, რომლებიც პეპ გვარდიოლას გუნდში გაერთიანდნენ.

სესკი, პიკე და მესი 2001 წლის “კადეტის” ლიდერები

სესკის გადმოსვლა გააერთიანების შესანიშნავ ტრიოს, რომელმაც 2001 წელს ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ყველა მათგანს ქონდა განსაკუთრებული ნიჭი, მაგრამ ისინი ვერც წარმოიდგენდნენ, რომ 10 წლის შემდეგ კვლავ ერთად ითამაშებდნენ პირველ გუნდში.

მესამე გოლი “რეალის” კარში ძალიან გავდა იმ კომბონაციას, რომელსაც ეს ფეხბურთელები 10 წლის წინ ათამაშებდნენ. ყველაფერი სესკმა დაიწყო და გაუკეთა გადაცემა ადრიანოს, მან კი მესის ჩაუწოდა, რომელმაც შესანიშნავად დალაშქრა მეტოქის კარი.

პედრო და ალექსისი

სესკს, მესის და პიკეს 87 წელს დაბადებული 2 ფეხბურთელი უნდა დავუმატოთ. საუბარია პედროზე და ალექსის სანჩესზე. პედრიტო, რომელიც “ბარსას” შეუერთდა “ხუვენილების” ასაკში იყო და ამიტომ ვერ ითამაშა შესანიშნავ ტრიოსთან. ახლა პედრო “ბარსელონას” წარმატებაში დიდ როლს თამაშობს და ბოლო წლების აღმოჩენად ითვლება.

და ალექსის სანჩესი. მისი დებიუტი “სანტიაგო ბერნაბეუზე” შესანიშნავი იყო და მისმა ხასიათმა გვაჩვენა, რომ “ბლაუგრანას” ფორმაში მას დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward