workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იუვენტუსი მზადაა, დე ლიხტი ნახევარ ფასად გაყიდოს

იუვენტუსი მზადაა, დე ლიხტი ნახევარ ფასად გაყიდოს

“ბარსელონასთვის” მატიას დე ლიხტის შეძენა, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანს, მაგრამ “იუვენტუსის” ფინანსური მდგომარეობა კატალონიურ გუნდს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

დე ლიხტს “ბარსას” დიდი ხანია, უკავშირებენ. ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის “ბლაუგრანაში” გადმოსვლის საკითხი 2019 წელსაც განიხილებოდა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელმა “იუვენტუსში” გადასვლა ამჯობინა. მას შემდეგ დე ლიხტს “ბარსას” პერიოდულად უკავშირებენ ხოლმე.

ბოლო დღეებში 22 წლის ფეხბურთელის კატალონიაში შესაძლო გადაბარგების შესახებ აქტიურად იწერება. ესპანური და იტალიური მედიის ცნობით მოვლენების ასეთი განვითარება სავსებით შესაძლებელია.

Calciomercato-ზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ ამჟამად მატიასის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა, მაგრამ ზამთარში ის 140 მილიონამდე გაიზრდება. თუმცა “იუვენტუსი” მზადაა, ფეხბურთელი გამოსასყიდი თანხის ნახევარ ფასად გაყიდოს.

“ბებერმა ქალბატონმა” დე ლიხტი “აიაქსიდან” 75 მილიონ ევროდ დაიმატა, აქედან 35 მილიონი ტურინელებს ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ. ამ ვალის დაფარვის მიზნით იტალიელები ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავენ, თუმცა მთავარი მიზეზი არა ეს 35 მილიონი, არამედ დე ლიხტის ხელფასია – 8 მილიონი ფიქსირებული და 4 მილიონი ბონუსები.

დე ლიხტისთვის ამხელა ხელფასის გადახდა “ბარსელონასაც” ძალიან გაუჭირდება. თუ ნიდერლანდელს “ბლაუგრანაში” თამაში უნდა, ის ანაზღაურების შემცირებას უნდა დასთანხმდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • El pistolero 9
    schedule 27 დეკ 2021, 00:47
    #16

    ამ ეტაპზე ამის მოყვანის საშუალება ნაღდად არ გვაქვს

  • azulgerana
    schedule 27 დეკ 2021, 00:42
    #15

    ცუდი ტრანსფერი იქნება

  • vegassi54
    schedule 26 დეკ 2021, 20:56
    #14

    ეს ფორმიდან ამოვარდნილ უმტიტისაც ვერ აჯობებს.

  • me da barca
    schedule 26 დეკ 2021, 20:39
    #13

    ხელფასის პონტში უმუშავია რაიოლას, ჩანს მისი ხელწერა, მაქსიმუმს ამოქაჩავს ყველა გუნდიდან.

  • ჯორჯ
    schedule 26 დეკ 2021, 18:23
    #12

    ერთი ამან დაალაგა იუვეს დაცვა მეორე დე იონგმა ნახევარდაცვა არ გვინდა ეს სლე ჰოლანდიელები

  • Davita
    schedule 26 დეკ 2021, 18:19
    #11

    რა ჩემ დემბელედ უნდათ დელიხტი ამის გაპიარებული თავისრავთქვი, ასეთი ხო ლანგლეც გვყავს უფრო დაბალ ხელფასიანი, ტიპი იტალიაში იყო და არაფერი დადგა მისგან, იუვეს ტოპ კლასის მცველები ყავს და მათგან ვერაფერი ისწავლა, სისულელეა ამ ღლე ჰოლანდიელებში ამდენი ფულის ყრა, ერთი ბალერინა დეიონგი ხო შეგვეტენა 75 მლ ახლა მერეც უნდა შევიტენოთ? როცა ზაფხულში კრისტესენი შეიძლება უფასოდ დავიმატოთ იქ 75მლიონიან დელიგტს გაკრა უმტიგმა, მაგ ფულით ტოპ შემტევის დამატება შეიძლება

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 დეკ 2021, 17:53
    #10

    ციტატა: Bakero

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    კარგი რომ იყოს იუე ყველაფრის ფასად შეინარჩუნებდა და ნახევარ ფასში ყიდიან


    აბა რაა ! დაცვაში რომ არ ვარგა თან ამხელა ხელფასი აქვს ზუსტად მაგიტომაც უნდა იუვეს ეს მოიშორონ …..ჩვენ ჯერ ცაცია ცენტრალური მცველი გვჭირდება მერე მარჯვენა მცველი და სეზონის ბოლოს მაინც მარცენა მცველი ! შეტევას აწვებიან და ამ დროს დაცვა პრახადნოი დვორია confused confused აგერ გამოჩნდება კიდევ ნაპოლისთან ! ზუსტად ეხლა ზამთარში უნდა გააძლიერონ დაცვაში რომელიმე პოზიცია მაინც უფრო მეტად ცაცია ცენტრალური მცველის ! ბოლო ბოლო არაუხო ყველას ჯობია ფლანგზე აი დაცვის ცენტრში სუფთა ფუღურო სიტუაციაა confused confused


    შეტევაში ტორესის გარდა რომც არავინ დაიმატონ ამ ზამთარში დაცვა მაინც გასაძლიერებელია, შტეგენის იმედზეც რომ ვეღარ ვართ ეგაა საქმე ასე რომ საჭიროა ძლიერი დაცვა

  • Bakero
    schedule 26 დეკ 2021, 17:44
    #9

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    კარგი რომ იყოს იუე ყველაფრის ფასად შეინარჩუნებდა და ნახევარ ფასში ყიდიან


    აბა რაა ! დაცვაში რომ არ ვარგა თან ამხელა ხელფასი აქვს ზუსტად მაგიტომაც უნდა იუვეს ეს მოიშორონ …..ჩვენ ჯერ ცაცია ცენტრალური მცველი გვჭირდება მერე მარჯვენა მცველი და სეზონის ბოლოს მაინც მარცენა მცველი ! შეტევას აწვებიან და ამ დროს დაცვა პრახადნოი დვორია confused confused აგერ გამოჩნდება კიდევ ნაპოლისთან ! ზუსტად ეხლა ზამთარში უნდა გააძლიერონ დაცვაში რომელიმე პოზიცია მაინც უფრო მეტად ცაცია ცენტრალური მცველის ! ბოლო ბოლო არაუხო ყველას ჯობია ფლანგზე აი დაცვის ცენტრში სუფთა ფუღურო სიტუაციაა confused confused

  • XAVI 6-8
    schedule 26 დეკ 2021, 17:36
    #8

    ციტატა: La Pulga10
    ზულე


    ეგ არ მოიყვანონ სულ რო უხელფასოდ ითანაშოს😁ოლეგერს მაგონებს ხელეფს და ფეხებს ისე იქნევს სირბილის დროს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 დეკ 2021, 17:18
    #7

    კარგი რომ იყოს იუე ყველაფრის ფასად შეინარჩუნებდა და ნახევარ ფასში ყიდიან

  • Kun agüeroooo
    schedule 26 დეკ 2021, 17:15
    #6

    გაასხმევინეთ ამ დირკას აქედან

  • nika 54
    schedule 26 დეკ 2021, 17:14
    #5

    ეს ახალი თავისტკივილი იქნება ბარსასთვის. ხელფასიც ამხელა უნდა, არამგონია ამას შეეჭიდოს ლაპორტა.

  • M10 S9 D11
    schedule 26 დეკ 2021, 17:11
    #4

    ამას ლისანდრო მარტინესი მირჩევნია ბევრად მარა ზამთავრში თუ არის შანსი ამის მოყვანის ჯობია მოიყვანონ

  • La Pulga10
    schedule 26 დეკ 2021, 17:05
    #3

    არა ძმაო ამაში 70 მლნს გადახდას ჯობია სხვა ვინმეს დაეჩალიჩონ.ისე ზულე უფასო აგენტი ხდებაო და მართალია?

  • Iniesta_8
    schedule 26 დეკ 2021, 17:04
    #2

    უკეთესი მცველი გვჭირდება.

  • RiquiPuig
    schedule 26 დეკ 2021, 16:38
    #1

    დე იონგები და დე ლიხტები მოგვაშორეთ რა. 75 მილიონი დაჯდა დე იონგი, მესამე წელია გუნდშია და საერთოდ ვერაფერი გააკეთა, ეს დე ლიხტიც ვერაა ისეთი როგორიც ყველას ეგონა, ბებერი კიელინი ძლივს ამოაგდო გუნდიდან და დარწმუნებული ვარ საერთოდ არ დაეტყობა იუვეს დაცვას უამისობა.