workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკუს რაშფორდი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

მარკუს რაშფორდი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა და UEFA-მ კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

ლიგის ფაზის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ “ბარსელონას” შემტევი მარკუს რაშფორდი დასახელდა.

რაშფორდმა “ნიუკასლთან” სტუმრად შესანიშნავი მატჩი (1-2) ჩაატარა. 27 წლის ინგლისელმა მოედანზე 82 წუთი გაატარა, სხვაობა შექმნა, დუბლი შეასრულა და ბრწყინვალე გოლები გაიტანა. “ბლაუგრანამ” სწორედ მარკუსის წყალობით მოიგო.

რაშფორდს საუკეთესოობისთვის ბრძოლაში კონკურენციას დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), მარკუს ტურამი (ინტერი) და ფრანსიშკუ ტრინკაუ (სპორტინგი) უწევდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 21 სექ 2025, 16:17

    ეხლა ეს არ გაიქაჩოს მომავალ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე.

  • Alien messi
    schedule 20 სექ 2025, 16:41

    ციტატა: MESSI 2017
    აი საერთოდ არ ეკუთვნოდა 😀 მე3 სათამაშო დღის საუკეთესო ფეხბურთელიც არ იყო და საერთოდ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელიც არ იყო😀 ვლაჰოვიჩზე მეტად არავის დაუმსახურებია


    დაგიშავა რამე? 😂 საერთოდ რანაირად არ იმსახურებდა ორი ერთმანეთზე რთული და მაგარი გოლი გაიტანა გუნდს ურთულესი თამაში მოაგებინა და 3 ქულა მოუტანა. ჯერ მეორე ისეთი გოლი შეაგდო რო ვლაჰოვიჩის მთლიან თამაშს ჯობდა ტყვია გაისროლა ტიპმა ბარსას ფეხურთელისგან არცმინახია მსგავსი . პედრი კი ჩვენი გულია უმაგრესი თამაში ქონდა მარა ყოველი მეორე ეგეთი კლასნიაქვს და უმაგრესი მაგას თან 0 საგოლე ქმედებით იყო. რეშფორდის პერფონმანსი და ხასიათი ცეცხლი იყო როგორ შეიძლება არ დააფასო მითუმეტეს ბარსას ფანმა ვერვხვდები.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 20 სექ 2025, 16:16

    პედრი იმსახურებდა

  • MESSI 2017
    schedule 20 სექ 2025, 15:52

    აი საერთოდ არ ეკუთვნოდა 😀 მე3 სათამაშო დღის საუკეთესო ფეხბურთელიც არ იყო და საერთოდ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელიც არ იყო😀 ვლაჰოვიჩზე მეტად არავის დაუმსახურებია

  • C.PC5
    schedule 20 სექ 2025, 14:01

    ჩვენთვის კარგია რომ ეს დაასახელეს, დამატებითი მოტივაციაა კიდევ რომ ასე განაგრძოს, ისე კი გულწრფელად ვლაჰოვიჩმა რაც გააკეთა 30 წუთში დუბლი და გადამწყვეტი ასისტი არაა პატარა ამბავი.

  • Fcbarcaforever
    schedule 20 სექ 2025, 13:57

    Fliki felixsac daayenebda swor gzaze