workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ დანი ოლმოს ფერან ტორესი ამჯობინა | MD

ჩავიმ დანი ოლმოს ფერან ტორესი ამჯობინა | MD

“ბარსელონამ” უნდის გაძლიერებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და “მანჩესტერ სიტიდან” ფერან ტორესის დამატება მოახერხა, რაც ჩავი ერნანდესის მოთხოვნა იყო.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ალ სადთან” მოლაპარაკებების დროს, რაფა იუსტე და მატეუ ალემანი 41 წლის სპეციალისტს შეხვდნენ და ახალი პროექტისა და განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. წყაროს თანახმად, ჩავიმ ორი სასურველი ფეხბურთელის სახელი და გვარი დაასახელა: დანი ოლმო და ფერან ტორესი. საბოლოოდ, არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა.

“ლაიფციგის” ნახევარმცველი “ბარსელონას” ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მიიჩნეოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ერნანდესმა ტორესის შეძენის აუცილებლობა უფრო დაინახა.

კატალონიელები ფერან ტორესის სანაცვლოდ “მანჩესტერ სიტის” 55+10 მილიონ ევროს 4 ნაწილად გადაუხდიან. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • M10 S9 D11
    schedule 26 დეკ 2021, 15:54
    #8

    იცის ხავიმ ვინ გამოადგება ბარსას და ვინ არა აი რა ოლმო პროსტა ვის რა ფეხებად უნდა ეგ ბარსაში

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 დეკ 2021, 15:08
    #7

    დემბელე თუ არ გამოსწორდა მაგის მაგივრად ოლმო არ იქნებოდა ურიგო

  • El pistolero 9
    schedule 26 დეკ 2021, 15:07
    #6

    ♠️spookify♠️,
    ალბათ მაზრაუის და კრისტენსენს იყიდიან. ორივე უფასო იქნება ზაფხულში

  • Norman Bates
    schedule 26 დეკ 2021, 13:45
    #5

    ციტატა: ROUCH
    ეს +10 15 მილიონი რა უბედურებაა. პირველი 20 მატჩის ან 10 გოლის ბონუსი იქნება. ბართო ხო არა კიდე პრეზიდენტი ლაპორტას ნიღბით


    თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ ან ტორესი ოქროს ბურთს მოიგებს მაგ შემთხვევაში მიეცემათ ეგ ბონუსი

  • ROUCH
    schedule 26 დეკ 2021, 13:38
    #4

    ეს +10 15 მილიონი რა უბედურებაა. პირველი 20 მატჩის ან 10 გოლის ბონუსი იქნება. ბართო ხო არა კიდე პრეზიდენტი ლაპორტას ნიღბით

  • XAVI 6-8
    schedule 26 დეკ 2021, 12:39
    #3

    ფატი ტორესი დემბელლე.მართლაც საინტერესო შეტევა იქნება.დემბელემ ესე თუ გააგრძელა საჭირო ფეხბურთელი გახდება.ფატის და ტორეს გოლის ალღო არ დაეწუნებათ არც ტექნიკა და არც მოედნის ხედვა.ერთი პრობლემაა სამივეს სახელთან ტრავმა ტრიალებს გარშემო.🙃

  • nika 54
    schedule 26 დეკ 2021, 12:01
    #2

    ძალიან საინტერესო ინფორმაციაა!

  • davidus2020
    schedule 26 დეკ 2021, 11:59
    #1

    დღევანდელ სიტუაციაში, ტორესი უფრო საჭიროა, ნახევარდაცვაში მგელი ახალგაზრდები ნუ გვყავს,ბებერი მგელია ბუსკეტსი მეთაურობით! ცენტრფორვსრდსაც თუ მოიყვანენ ,ბარსა ისევ ინება მწვერვალზე!