ბარსამანია Quizmania-ს მორიგ ნაწილს გთავაზობთ.
დღევანდელი ქვიზის თემაა კატალონიის ბარსელონას პორტუგალიელი ფეხბურთელები. 10 წუთის განმავლობაში უნდა ჩამოთვალოთ იმ პორტუგალიელი ფეხბურთელების გვარები, რომლებმაც გარკვეული სეზონის ან სეზონების განმავლობაში მოირგეს “ბლაუგრანას” მაისური.
თამაშის წესები:
- დააჭირეთ Play-ს, რის შემდეგაც ფეხბურთელების გვარების აკრეფა შეგეძლებათ;
- მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის გვარს სწორად აკრეფთ, პასუხი ავტომატურად დაფიქსირდება;
- პასუხის დაფიქსირება შეგიძლიათ ქართულად;
- ყველა ფეხბურთელის გასახსენებლად გაქვთ 10 წუთი;
- თუ ფეხბურთელებს ვეღარ იხსენებთ, დააჭირეთ დროის ქვემოთ არსებულ წარწერას Give Up, რის შემდეგაც დარჩენილ ფეხბურთელებს იხილავთ.
F/gu ჩაწერას არ იმსახურებს :)))
70%
8 გამოვიცანი, მენდოსა არ მახსოვდა ვინ იყო, კვარეჟმა კიდევ ძალიან ცოტა ხანი, რომ არ გამახსენდა
ნახევარი გავიხსენე დანარჩენები ვერა, დეკუს გარდა არცერთს არ გამოვარჩევდი, ფიგუს განზრახ არ გამოვარჩევდი🐷🐷🐖
ანდრე გომესი მახსოვს კარგად, ვერაფრით რო ვერ მოიკიდა ფეხი. არადა მონდომებული კი იყო.