წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
21 დეკემბერს “ბარსელონამ” 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1930 წელი
ესპანეთის ჩემპიონატში ამ დღეს ჩატარებული 5 თამაშიდან 4 მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 4-1 დასრულდა. ერთ-ერთი მათგანი “სოსიედადთან” “ბარსელონას” წაგება იყო.
2002 წელი
“მალიორკასთან” სტუმრად გამართული შეხვედრის დროს პატრიკ კლუივერტი მასპინძელი გულშემატკივრებისგან რასისტული შეტევის მსხვერპლი გახდა. “ბარსამ” 4-0 მოიგო, კლუივერტმა ჰეთ თრიქი შეასრულა, პირველი გოლის აღნიშვნის დროს კი Black Power-ის ჟესტი გააკეთა.
ეს შეხვედრა ანდრეს ინიესტასთვის ლა ლიგაში სადებიუტო იყო.

არა! თამაში 00 საათის შემდეგ იწყება ეს კი უკვე 22-ია.
პ.ს. აი აქაც კი წერია აფიშაზე: სევილიაბარსელონა-სევილია-ბარსელონა 22.12.21, 00:30
ისე სევილიას თუ მოვუგეთ მოგება 21 დეკემბერს ჩაეწერებათ ხო ჩვენებს?