ბარსელონა და გულის პრობლემები

ბარსელონა და გულის პრობლემები

“ბარსელონასთვის” გულის პრობლემები, ისევე, როგორც სიმსივნე, უცხო არაა. იოჰან კრუიფს გულის პრობლემები მამისგან დაჰყვა, რომელიც სწორედ ამ მიზეზით გარდაიცვალა. თუმცა ამ სტატიაში იმ შემთხვევაზე მოგიყვებით, რომელიც სერხიო აგუეროსას ჰგავს.

2006 წელს თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ლილიან ტურამი “იუვენტუსიდან” “ბარსელონაში” 5 მილიონ ევროდ გადმოვიდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ტურინული გუნდი სერია B-ში დააქვეითეს. ტურამი ამ დროს უკვე 34 წლის იყო და რა გასაკვირია, რომ ის “ბარსას” წამყვანი ფეხბურთელი არ გამხდარა, მაგრამ 2 სეზონში მან 58 მატჩში მაინც ითამაშა. ვეტერანმა ფრანგმა კატალონიური გუნდი 2008 წლის ივნისში დატოვა და “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლას აპირებდა, მაგრამ აგვისტოში გაირკვა, რომ მას გულის იგივე პრობლემა ჰქონდა, რომელმაც მისი ძმა რამდენიმე წლით ადრე კალათბურთის თამაშის დროს შეიწირა.

ტურამი და აგუერო ესპანეთში ერთდროულად, 2006 წელს გადავიდნენ – ფრანგი “ბარსაში”, ხოლო არგენტინელი “ატლეტიკოში”. სერხიო ამომავალი ვარსკვლავი იყო, ლილიანი კი ვეტერანი. მათ ერთმანეთის წინააღმდეგაც ითამაშეს და 18 წლის აგუეროს ტურამის “ბარსასთვის” გოლიც აქვს გატანილი.

ისევე, როგორც აგუეროსთვის, ტურამისთვისაც შესანიშნავი კარიერის ბოლო თავი “ბარსელონა” გამოდგა, მიზეზი კი ორივე შემთხვევაში გულის პრობლემებია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    16 დეკ 2021, 21:15

    ვერ ისწავლეს ამათ ფეხბურთელების არჩევა, აი მაგალითად რეალმა დე ლიხტზე უარი თქვა მიდრეკილია სიმსუქნისკენო. არა მგონია ბარსელონელ ბოსებს ამ მიზეზით ვინმე დაებრაკოთ.

  • El pistolero 9
    16 დეკ 2021, 20:17

    მაინც კარგია რომ 33 წლისაა უკვე და უფრო ადრე არ შეექმნა პრობლემები. თავისი სიტყვა კი თქვა უკვე ფეხბურთში.

  • Truxilio
    16 დეკ 2021, 16:52

    ფაქტია რო ბევრ საკითში ზერელე დამოკიდებულებიტ გამოირჩვიან ჩვენი კატალანელები . . .