ჯანლუკა ძამბროტას აგენტის, მარსელო ბენეტოს განცხადებით, მისი კლიენტი აგრძელებს “ბარსელონაში” გამოსვლას და მასსა და იტალიურ “მილანს” შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა.
“ესპანური გაზეთები ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. დღეს არ შეიძლება ძამბროტას “მილანში” გადასვლაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ კლუბს მართლაც სურს ჯანლუკას თავის რიგებში ხილვა” – განაცხადა ძამბროტას აგენტმა იტალიურ “calciomercato.com”–თან ინტერვიუს დროს.
ბონეტომ ასევე განაცხადა: “არამგონია კლუბებს შორის რაიმე კონტაქტი ყოფილიყო. ძამბროტას კლუბთან კიდევ სამი წელი აკავშირებს კონტრაქტი და არ შეეფერება სიმართლეს ის ფაქტი, რომ თითქოს იგი ბარსელონაში თავს ცუდად გრძნობს. თუ ისეთი დონის კლუბი, როგორიც არის “მილანი”, ინტერესდება ჩემი კლიენტით, მაშინ იტალიელებმა პირველ რიგში უნდა მიმართონ “ბარსელონას” და მასთან მოილაპარაკონ”.
კითხვაზე, ადრე თუ გვიან ძამბროტა ითამაშებს თუ არა “მილანში”, ბონეტომ უპასუხა: “ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ ტრანსფერი არ შედგება იანვარში. ძამბროტას მიზანია “ბარსელონასთან” ერთად რაიმე ღირებული ტიტულის მოგება. რა თქმა უნდა, როდესაც ჯანლუკს ოჯახი მილანისგან არცთუ ისე შორს ცხოვრობს, შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც იგი სწორედ ამ კლუბში ითამაშებს, მაგრამ ამჟამად ამაზე საუბარი მხოლოდ ცარიელი სიტყვების ძახილი იქნება”.
წყარო: www.barcamania.ru