ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, სამუელ ეტო’ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს.
“ამ დღეს გავიხსენებ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საამაყო დღეს ჩემს ცხოვრებაში. კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად არჩევით მოხარული ვარ.
ყოველი ხმა წარმოადგენს ჩვენი საფეხბურთო ოჯახის ენერგიასა და ამბიციას, რომლითაც ჩვენს საყვარელ სპორტს იმ დონემდე ავიყვანთ, როგორზეც აქამდე არასდროს გვინახავს”, – აცხადებს ეტო’ო.
კამერუნელი ლეგენდა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 2004-09 წლებში ასპარეზობდა, რა დროის განმავლობაშიც მან 199 მატჩში თავი 130 გოლითა და 40 ასისტით გამოიჩინა.
I’ll be remembering today as one of the proudest moments of my life. I’m deeply grateful for to be elected as the new president of @FecafootOfficie. Every vote represents the energy and ambition of our football family to take our beloved sport to a level we’ve never seen before. pic.twitter.com/2z8fjLBMLA
— Samuel Eto'o (@SamuelEtoo) December 11, 2021
წარმატებები სამუელ,
ყოფილი ფეხბურთელი რომ მაღალ თანამდებობაზე იჩითება, უკვე მბურძგლავს, კიდევ კაი მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციაა და მინისტრად ან რამე ეგეთზე არ აღმოჩნდება
მეცოდება ყველა ქვეყანა იმსთვის, რომ კუნთმაგარი სპორტსმენები მართავენ
ამის პირველი გოლი მანჩესტერის კარში მაგარი გამოვიდა. რა რეზკათ აკრიფა და გაექცა მცველებს. მესის სტილში იყო გატანილი. აი მესიმ კი საერთოდ რონალდუს სტილში გაიტანა მეორე.
წარმატებები ლეგენდავ
ამას ხასიათი ჰქონდა ცუდი თირემ ისე უმაგრესი ფეხბურთელი იყო, წარმატებები ეტოს