კატალონიური “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ ტრანსფერებისთვის “ბლაუგრანას” ფული აღარ დარჩა.
“ჩვენ უკვე ძალიან ბევრი დავხარჯეთ და შევიძინეთ საჭირო ფეხბურთელები. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩა დრო, არავის შევიძენთ, რადგან აღარც ფული გვაქვს და ყველა პოზიციაზე საჭირო ფეხბურთელებიც გვყავს.”
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” შეიძინა ალექსის სანჩესი “უდინეზედან” და სესკ ფაბრეგასი ლონდონის “არსენალიდან”. ორივე ფეხბურთელზე ჯამში 66 მილიონი ევრო დაიხარჯა.



