პედრი გონსალესი და ალეშია პუტელიასი პარიზში მიღებულ ჯილდოებს “კამპ ნოუს” წარუდგენენ, იტყობინება RAC1.
გუშინ, France Football-მა პედრი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, პუტელიასი კი – წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად. კატალონიური გამოცემის თანახმად, ისინი მოგებულ ჯილდოებს 4 დეკემბერს, “კამპ ნოუზე”, “ბეტისთან” მატჩის დაწყებამდე წარადგენენ.
ლუის სუარესის შემდეგ, ალეშია მეორე ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც “ოქროს ბურთი” მოიგო. პედრი რაიმონ კოპას სახელობის ჯილდოს მესამე მფლობელი გახდა (2018 – მბაპე, 2019 – დე ლიხტი). ამ ჯილდოს გამარჯვებულს “ოქროს ბურთის” ლაურეატი ფეხბურთელები ავლენენ.
მესიმ ბარსაში და არგენტინის ნაკრებში ნაჩვენები შედეგებით მოიგო და ბარემ ეგეც ბარსელონაში წარედგინათ, მაინც ხო კამპ ნოუს მუზეუმს უტოვებს.
პედრის გაუტკბა შვებულება. რა ტრამვა მიიღო ესეთი მთელი წელი რომ გამოტოვა. მე უფრო შვებულებაში მგონია ვიდრე ტრამვატოლოგში