workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი კოპას ჯილდოს მოიგებს

პედრი კოპას ჯილდოს მოიგებს

არაერთი ესპანური გამოცემის ცნობით, “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი პედრი დღეს “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე კოპას ჯილდოს მფლობელი გახდება.

პედრი რამდენიმე დღის წინ Tuttosport-ის ვერსიით “ოქროს ბიჭუნას” ტიტულის გამარჯვებული და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. კოპას ჯილდოს, რომლის მოგების მთავარი ფავორიტი ასევე “ბარსას” 19 წლის ფეხბურთელია, იმავე მიზეზით France Football გასცემს.

აქვე დავძენთ, რომ “ოქროს ბურთს”, დიდი ალბათობით, კატალონიური კლუბის ლეგენდა ლიონელ მესი მოიგებს, ხოლო ქალთა შორის კი ამ ჯილდოს მფლობელი “ბარსელონას” ფეხბურთელი ალეშია პუტელიასი გახდება.

პედრი “ოქროს ბურთის” ცერემონიაზე დასასწრებად “ბარსას” სხვა წევრებთან ერთად უკვე პარიზში იმყოფება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Davita
    schedule 29 ნოე 2021, 19:32
    #3

    სხვა ფოტო არარსებობს ამისი?

  • claudio Caniggia
    schedule 29 ნოე 2021, 18:22
    #2

    ესპანეთში რომ თამაშობ და პუტელიასი ხარ გვარად, ვერ უნდა იყვეს კაი ამბავი 😂

  • nika 54
    schedule 29 ნოე 2021, 18:21
    #1

    რა თქმა უნდა გამეხარდება, მაგრამ ლეოზე ნაკლები დამსახურება აქვს ვითომ ლევანდოვსკის?
    თუ ძალიან შეეცოდათ ამდენი წელი რო იბრძვის კოპას თასისთვის და დაუფასეს ეს მოგება?