“ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუსი, “ბარსელონასთან” გამართულ მატჩს აფასებს.
“კამპ ნოუზე” შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა. მატჩის მიწურულს, ჰარის სეფეროვიჩს საკუთარი გუნდის დაწინაურება შეეძლო, მაგრამ შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ცარიელ კარში გოლის გატანა ვერ შეძლო.
დაცვაში შესანიშნავად ვითამაშეთ. 94 წუთის განმავლობაში “ბარსელონას” გოლის გატანის მხოლოდ ერთი ან ორი შანსი ჰქონდა. ბოლოს, გოლის გატანა შეგვეძლო, მეკარეც კი არ იდგა კარში. 30 წელია, რაც მწვრთნელი ვარ და მსგავსი რამ არასდროს მინახავს. სამწუხაროდ, ეს მე და “ბენფიკას” დაგვემართა.
თამაშს ისეთი შედეგით ვტოვებთ, რომელიც ოცნების გაგრძელების საშუალებას გვაძლევს, მაგრამ საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ ვართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ “ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათთან შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძვით. ეს გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელს სიამაყის საფუძველს აძლევს. დღეს, ჩვენ უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ.
– პორტუგალიელის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
ბოლო ტურის წინ, “ბარსელონა” “ბენფიკას” 2 ქულით უსწრებს, თუმცა 1/8-ფინალის საგზურის მოპოვება იოლი არ იქნება.
რო ვერ მოვიგებდით დარწმუნებული ვიყავი, ვწერდი კიდეც ნეტა არ წავაგოთ მეთქი. კუმანის დაგებული ხაფანგები კიდევ მუშაობს, ეს მისი დაანონსებული ანტირეკორდების ბოლო სერია იყო. მე მგონი ამ წელს უეფა ლიგას ფინალამდე გავალთ და მომავალში უფრო სერიოზულ სიმაღლეებზე ვიფიქრებთ. ჩავი კარგი მწვრთნელი აღმოჩნდა, ორ თამაშში გუნდს ხელი დაატყო ამას მოხერხება უნდა, მაგრამ ამავე დროს ჩავი ილუზიონისტიც კი არ არის, რო აიქნიოს ჯადოსნური ჯოხი და წავიდეს მოგებები გადაბმულად.
ერთი ორი მომენტიო? მთელი გუნდით კარში იდგნენ მთელი 90 წუთი.
ან კიევმა უნდა გამოაცხოს სენსაცია ან ბარსამ. მე მეორე მირჩევნია.
თავისას აკეთებს ჟორჟე, უნდა იბრძოლოს გასასვლელად, ბენფიკაა, გრანდია, 2 მოგებული ლიგა და 5-ჯერ ნათამაშევი ფინალი, არაა პატარა ტრადიციის გუნდი
ასეთ გასვლას არ იმსახურებს ბარსელონა, 8 ქულით, ბურთების სხვაობა 2-6-ზე მინუსებში?! (ეს ბენფიკას მარცხის და ბავარიასთან ფრის სცენარს ვგულისხმობ)
როგორ არ მევასება ეს ჩმორი.რატომღაც მგონია,რომ ჯგუფში ჩარჩებიან ეს კუანები.დინამო კიევმა ბავარიას შეუგდო 1 გოლი,ეგეთი მარტივი გასეირნებაც არ ელოდებათ,როგორც ჰგონიათ.ჩვენ სული და გული უნდა დავდოთ და უნდა მოვუგოთ რამენაირად ბავარიას.არამგონია სრული ძალებით იყვნენ.
იმედია ვინმეს ნაადრევი იმედები არ გქონდათ და არ გეგონათ რომ 1 კვირაში გუარდიოლას ბარსა დაბრუნდებოდა, მე ვფიქრობდი რომ 1 თვე ისევ კუმანის ბარსა ითამაშებდა მაგრამ გამაოგნა ჩავიმ ყოჩაღ მაესტროს
ჩავის ხელი დაეტყო გუნდს 🙂 იბრძვიან, დარბიან, აპრესინგებენ 🙂 მე ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ
მაგას დაუმატა უამრავი თამაშგარე
გავისაც ქონდა პირველ ტაიმში ერთი კარგი მომენტი :დდდ
მაგას დაუმატა უამრავი თამაშგარე
ერთი ორი მომენტი , ერთი ორი მომენტი თქვენ გქონდათ , მემფისის ორი მომენტი, დემირის ორი მომენტი ,დეიონგის 1 მომენტი, არაუხოს ორი მომენტი, დემბელეს 1 მომენტი, ალბას 1 მომენტი – ეს უცებ რაც გავიხსენე რაც გასატანი იყო