ლისაბონის “ბენფიკას” მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუსს, არ სურს, რომ მისმა გუნდმა “ბარსელონას” მსგავსად ითამაშოს.
ლიეჟის “სტანდარტის” ფეხბურთელმა, მეჰდი კარსელამ, “ბენფიკასთან” წაგებული მატჩის შემდეგ, პორტუგალიური კლუბი “ბარსას” შეადარა. ამის შესახებ ჟურნალისტებმა “ბენფიკას” მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს.
“ვერ ვიტყვი, რომ “ბარსას” მსგავსად ვთამაშობთ. თუ საუბარი რამდენიმე წლისწინანდელ “ბარსაზეა”, კი, მაგრამ დღევანდელს არაფერი გააჩნია. არ მინდა, რომ ამ “ბარსელონას” ვგავდეთ”, – ჟეზუსის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
აღსანიშნავია, რომ “ბენფიკაში”, იჯარის წესით, ირიცხება ჟან-კლერ ტოდიბო, რომელსაც, ტრავმის გამო, ლისაბონურ კლუბში სადებიუტო მატჩი, ჯერჯერობით, არ ჩაუტარებია.
ზუსტი შეფასება
ძალია კარგი მწვრთნელია, ყველგან წარმატებული იყო სადაც მივიდა. ფებხურთელებს უყვართ და ასე შემდეგ. და გასაგებია რო მწარედ თქვა და არ მოგვეწონა მარა ბაიერნთან თამაშის მერე ყველა ეგრე არ ვფიქრობდით? წაგებული კლასიკოს მერე არ დაგრჩათ ეგ შეგრრძნება რო ვსიო ამ გუნდს აღარაფერი დარჩა? ბაიერნის მერე მე პირადად იგივეს ვიტყოდი. კუმანის ბარსას კიდე აქვს რაღაც და ეს რაღაც ახალგაზრდები და პერსპექტივაა.
ეს სიტყვები სანანებელი არ გაგიხდეს.
ეს ძაან მაგარი ტრენერია როიცოდეთ.ამისი ბენფიკა ევროპალიგის ფინალში იყო როგორც მახსოვს.კი დამარცხდა მაგრამ ძაან კარგ ფეხბურთს თამაშობდა.პორტუგალიაში ყველაფერი აქვს ამ კაცს მოგებული.ფლამენგოში წავიდა და პირველივე წელს ბრაზილიის სერია ა და კოპა ლიბერტადორესი მოიგო რაც არაა პატარა საქმე.მოუგო აქ ხშირად ნაქებ გალიარდოს რივერ პლეიტს თან ძაან ლამაზად.მე ძაან მომწონს როგორც მწვრთნელი და რო იძახით ამას რა გაეგებაო დამიჯერეთ გაეგება.შეიძლება ცუდად თქვა მაგრამ რასაც ვუყურებ ამ კაცის ბენფიკა კარგი გუნდია და ბევრ გრანდთან გამოიჩენს თავს.
😂 😂 💘 💘
ზუსტადაც რომ ეგ არის 😀
რაც თავი მახსოვს ეს ბენფიკა სულ ნაგავი გუნდია და ბარსა როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს ბრნფიკას ნაირ გუნდს ყოველთვის მოუგებს.
ოჰ, ისე ლაპარაკობს გეგონება ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის თუნდაც მერვედფინალებში თამაშობს.