workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორჟე ჟეზუსი ტოდიბოთი მოხიბლულია

ჟორჟე ჟეზუსი ტოდიბოთი მოხიბლულია

“ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუსი, ჟან-კლერ ტოდიბოს მიერ ვარჯიშებზე ნაჩვენები თამაშით მოხიბლულია.

Mundo Deportivo, პორტუგალიურ მედიაზე დაყრდნობით, წერს, რომ ფრანგმა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ლისაბონურ კლუბში გადასვლიდან პირველივე კვირაში შეძლო. იგი “ბენფიკაში” იჯარის წესით სეზონის ბოლომდე იასპარეზებს, გამოსასყიდი თანხის ოდენობა კი 20 მილიონ ევროს შეადგენს. “ბენფიკას” მისი იჯარა 2 მილიონი ევრო დაუჯდა.

20 წლის ტოდიბო გასული სეზონის მეორე ნახევარში გელზენკირხენის “შალკეში” იყო განათხოვრებული. “ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ, მან რონალდ კუმანის ნდობა ვერ მოიპოვა და კლუბი იჯარით კიდევ ერთხელ დატოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • ROUCH
    schedule 11 ოქტ 2020, 22:58
    #1

    როცა უნდა დაეტესტა კორონა ქონდა და რა ნდობის მოპოვებაზეა ლაპარაკი, პრე სეზონზე რო ყოლოდა მჯერა რო ამის გაშვებას არ მოინდომებდა, რაც შეეხება იმას რო შალკეში დიდი ვერაფერი იყო მაგ დროს მთელმა შალკემ მოკუკა მანდ ვნდეიკიც რო ყოფილიყო ისიც ჩაიკუკავდა 20 წლის ბიჭს რა უნდა მოთხოვო