ბენფიკა-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ბენფიკა-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “ბენფიკას” ესტუმრება.

“ბაიერნთან” მატჩის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატალონიელებისთვის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ძალიან რთული იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ “ბარსას” რეალური კონკურენტი არა “ბაიერნი”, არამედ “ბენფიკაა”.

სათამაშო ფორმა

“ბლაუგრანა” დღევანდელ დაპირისპირებას კარგი განწყობით ხვდება. “ლევანტესთან” ანსუ ფატის დაბრუნება ძალიან ემოციური გამოდგა, რამაც გულშემატკივრებს კლუბში არსებული უამრავი პრობლემის დროებით დავიწყების საშუალება მისცა. ამასთან, გუნდმაც დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ეს უფრო მეტოქის სისუსტით იყო გამოწვეული და არა რაიმე სახის პროგრესით.

სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება რონალდ არაუხო, რომელიც კუმანმა “ბენფიკასთან” მატჩისთვის დაასვენა. ჟორდი ალბამ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ამიტომაც, დაცვის ფლანგებზე კვლავ დესტსა და მინგესას ვიხილავთ. ნახევარდაცვაში დაბრუნდება ფრენკი დე იონგი. 

მეტოქე

“ბენფიკამ” სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. პორტუგალიის ჩემპიონატის პირველ 7 ტურში ჟორჟე ჟეზუსის გუნდმა მაქსიმალური, 21 ქულის მოგროვება შეძლო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 ოფიციალურ მატჩში “ბენფიკა” არ დამარცხებულა (10 მოგება, 2 ფრე).

კარგ ფორმაშია “ბენფიკას” ახალწვეული რომან იერემჩუკი, რომელმაც პრიმეირა ლიგას 5 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ასევე, 4 გოლი აქვს 22 წლის დარვინ ნუნიესს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში “არწივების” რიგებში თავი რამდენიმე გამორჩეულმა ფეხბურთელმა მოიყარა, მათ შორის არიან ნიკოლას ოტამენდი, ადელ ტაარაბტი, იან ვერტონგენი და ჟოაუ მარიუ.

ასევე, “ბენფიკაში” თამაშობს 26 წლის ალექს გრიმალდო, რომელიც ლისაბონურ კლუბს 2016 წელს, “ბარსა B-დან” შეუერთდა. ამ პერიოდში მისი სატრანსფერო ღირებულება 2-დან 22 მილიონ ევრომდე გაიზარდა (Transfermarkt). პრესაში მისი დაბრუნების შესახებ რამდენჯერმე დაიწერა, თავად ფეხბურთელმა საჯაროდ განაცხადა, რომ “ბლაუგრანა” მისი სახლია, სადაც სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

არ ვიცი, არის თუ არა “ბენფიკა” ყველაზე მეტად მომზადებული გუნდი, მაგრამ ის ძლიერი მეტოქეა. ეს გამოცდილებიდან ვიცი. კარგი შედეგი გვჭირდება. ორივე გუნდის სათამაშო სტილიდან გამომდინარე საინტერესო მატჩი იქნება.

გადამწყვეტია თუ არა ხვალინდელი თამაში? 6 მატჩიდან მეორე შეხვედრა გადამწყვეტი არასდროს იქნება.

ჟორჟე ჟეზუსი:

“ბარსელონა” ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად რჩება, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. მათ მესი არ ჰყავთ, მაგრამ მაინც ძლიერები არიან.

“ბარსა” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებს.

დანაკლისი

“ბარსელონას” მხრიდან, ვერ ვიხილავთ ჟორდი ალბას, სერხიო აგუეროს, მარტინ ბრეითუეიტს, უსმან დემბელესა და ალეხანდრო ბალდეს. განაცხადს დაუბრუნდნენ პედრი გონსალესი, სერჟი რობერტო და ფრენკი დე იონგი. ამ უკანასკნელმა “კადისთან” მიღებული წითელი ბარათის გამო, “ლევანტესთან” მატჩი გამოტოვა. 

სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ ანსუ ფატისა და პედრის. ისინი მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში გამოვლენ.

რაც შეეხება “ბენფიკას” პორტუგალიელებს არ ეყოლებათ ჰარის სეფეროვიჩი და დიოგო გონსალვესი. ასევე, საეჭვოა გუნდის სერბი ლეგიონერების, ნემანია რადონიჩისა და მილე სვილარის თამაში, თუმცა მათ “ბენფიკას” მიერ გამართულ ბოლო სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღეს.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “ბენფიკას” ერთმანეთის წინააღმდეგ 7-ჯერ უთამაშიათ (ბურთების შეფარდება – 8-4), შვიდივეჯერ ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე, 3-ჯერ კატალონიელებმა მოიგეს, ასევე 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა, ერთხელ კი “ბენფიკამ” იმარჯვა, თუმცა ეს ერთი მატჩი ამ კლუბების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

1961 წლის 31 მაისს, “ბლაუგრანამ” ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა. ფინალური დაპირისპირებისკენ მიმავალ გზაზე “ბარსამ” “რეალი” გამოაგდო, რომელსაც ჩემპიონთა თასის პირველი ხუთი გათამაშება ჰქონდა მოგებული. ფინალში კი, რომელიც ბერნში გაიმართა, კატალონიელები ეუსებიოს “ბენფიკასთან”, ანგარიშით 2-3, დამარცხდნენ. “ბარსას” მხრიდან, გოლები უნგრელებმა, ზოლტან ციბორმა და შანდორ კოჩიშმა, გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ, “ბენფიკამ” ფინალში “რეალს” სძლია.

მას შემდეგ, ამ გუნდების გზა სამჯერ გადაიკვეთა, აქედან ორჯერ ჯგუფურ ეტაპზე. 2006 წელს, “ბარსა” “ბენფიკას” 1/4-ფინალში შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 2-0 დაამარცხა. მაშინ, ლისაბონური კლუბის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გახლდათ.

“და ლუჟზე” ამ გუნდებს სამჯერ უთამაშიათ, აქედან “ბარსამ” ერთი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდება – 2-0. ბოლოს, “ბარსა” და “ბენფიკა” ერთმანეთს 2012/13 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ და პორტუგალიურ კლუბს მაშინაც ჟორჟე ჟეზუსი წვრთნიდა.

საინტერესო ფაქტები

  • “ბენფიკას” სახლში “ბარსელონასთვის” გოლი არასდროს გაუტანია
  • ბოლო 4 მატჩში, “ბარსელონამ” “ბენფიკასთან” კარი მშრალად შეინახა
  • “ბენფიკას” საერთაშორისო ტურნირი 1962 წლის შემდეგ არ მოუგია
  • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან 5-ში “ბენფიკამ” კარი მშრალად შეინახა
  • ბოლოს “ბარსელონამ” “და ლუჟზე” შარშან ითამაშა და “ბაიერნთან” 2-8 დამარცხდა
  • ჟორჟე ჟეზუსს “ბარსა” არასდროს დაუმარცხებია (1 ფრე, 3 მარცხი)

არბიტრი

მატჩს იტალიელი არბიტრი, დანიელე ორსატო გაუძღვება. სრული სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ:

სავარაუდო შემადგენლობები

SofaScore:

“ბარსელონა” | 4-2-3-1

ტერ შტეგენი – მინგესა, პიკე, არაუხო, დესტი – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი – გავი, პედრი, დეპაი – ლ. დე იონგი

“ბენფიკა” | 3-4-3

ვლახოდიმოსი – ვერისიმო, ოტამენდი, ვერტონგენი – ლაცარო, ვაიგლი, მარიუ, გრიმალდო – სილვა, იერემჩუკი, ნუნიესი

WhoScored

“ბარსელონა” | 4-2-3-1

ტერ შტეგენი – მინგესა, პიკე, არაუხო, დესტი – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი – გავი, კოუტინიო, დეპაი – ლ. დე იონგი

“ბენფიკა” | 3-4-3

ვლახოდიმოსი – ვერისიმო, ოტამენდი, ვერტონგენი – ჟილბერტუ, ვაიგლი, მარიუ, გრიმალდო – სილვა, იერემჩუკი, ნუნიესი

SportsMole:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – მინგესა, პიკე, არაუხო, დესტი – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – კოუტინიო, ლ. დე იონგი, დეპაი

“ბენფიკა” | 3-4-3

ვლახოდიმოსი – ვერისიმო, ოტამენდი, ვერტონგენი – პიცი, ვაიგლი, მარიუ, გრიმალდო – სილვა, იერემჩუკი, ნუნიესი

Sportskeeda:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – მინგესა, პიკე, არაუხო, დესტი – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი – კოუტინიო, ლ. დე იონგი, დეპაი

“ბენფიკა” | 3-4-3

ვლახოდიმოსი – ვერისიმო, ოტამენდი, ვერტონგენი – ჟილბერტუ, ვაიგლი, მარიუ, გრიმალდო – სილვა, იერემჩუკი, ნუნიესი

Marca:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – მინგესა, პიკე, არაუხო, დესტი – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი – კოუტინიო, ლ. დე იონგი, დეპაი

“ბენფიკა” | 3-4-3

ვლახოდიმოსი – ვერისიმო, ოტამენდი, ვერტონგენი – ჟილბერტუ, ვაიგლი, მარიუ, გრიმალდო – სილვა, იერემჩუკი, ევერტონი

პროგნოზი

SportsMole: ბენფიკა 1-1 ბარსელონა

Sportskeeda: ბენფიკა 1-3 ბარსელონა

WhoScored: ბენფიკა 1-2 ბარსელონა

ტრანსლაცია

“და ლუჟზე” მატჩი, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტი 3 და silksport.ge შემოგთავაზებთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • C.PC5
    29 სექ 2021, 17:51

    ციტატა: El pistolero 9

    ციტატა: C.PC5
    და ლუჟზე შესვლა არამგონია მარტივი იყოს გუნდის დიდი ნაწილისთვის🙄 მარა კაია ახლა ბავარია როარ ხვდებათ იქ, გაუჭირდებათ ბენფიკასთან თან ძაან. ისედაც არ ველოდები ძაან შემტევ თამაშს და ძაან მიწოლას, ისედაც არ ღირს თავიდანვე შეტევაში დაწყება, თორე ჩვენი დაცვის ამბავი რომ ვიცი მიართმევენ ბენფიკას შემტევები. ჯობია ბოლოსკენ ცადონ ტემპის მომატება და იქამდე უფრო მშვიდი თამაში წაიყვანონ, მითუმეტეს სკამზე ფატი და პედრი რომ იქნებიან მაგათი შემოყვანით გაზრდის რათქმაუნდა წნეხს, პლიუს პუჩი გავი და ნიკო.

    ისე მაინტერესებს, შემტევი სტილის ფლანგის მცველი უფრო ისწავლის დაცვას თუ დაცვითი ტიპის ფლანგის მცველი შეტევას?

    ზოგადად ჩემ კომთან რა შუაში იყო არ ვიცი, თუმცა თუ ირონიულად არ კითხულობ ჩემი აზრით დამცველი უფრო ისწავლის შეტევაში ჩართვას. რაც არუნდა იყოს ნაპირზე თამაშობს, თუ ცოტა სისწრაფე აქვს შეუძლია გაიქცეს ხოლმე ფინტების გარეშე, ჩაწოდებასაც დაამუღამებს და ეგაა. აი შემტევის დამცველად ქცევა ცოტა შეუძლებლადაც მიმაჩნია, შეიძლება ფიზიკური ძალა მოიმატოს ვარჯიშით მაგრამ ართმევა მარტო ვარჯიშითაც არ გამოდის მთლად, უნარი უნდა ქონდეს ფეხბურთელს რო ფინტზე იოლად არ წამოეგოს, ან გვერდს რომ უვლიან სწორი პოზიცია დაიჭიროს და საბოლოოდ მაინც გააჩეროს. რავი თუ გამოგადგება ჩემი აზრი რამეში აგერაა ძმაო💜

  • nika 54
    29 სექ 2021, 16:17

    ეუსებიოს ბენფიკა საშინელება იყო, თვითონ ეუსებიო საერთოდ იმ წლებში პელესაც კი ეტოლებოდა. მაგათ რომლებიც პორტუგალის ნაკრების ბირთვს წარმოადგენდნენ, პელეს ბრაზილიას დედა უტირეს და ჯგუფიდან არ გაუშვეს. პელე კი ატირებული დამტვრეული გაიყვანეს მოედნიდან.

  • Albicelecte
    29 სექ 2021, 16:00

    ციტატა: me da barca
    61 წელს ბარსამ ფინალამდე რეალი გამოაგდოო. კი მარა მაშინ ხომ მარტო პირველადგილოსნები გადიოდნენ ჩემპიონთა თასზე და 2 ესპანური გუნდი, როგორ შეხვდა ერთმანეთს? სავარაუდოდ როგორც წინა წლის გამარჯვებული დაუშვეს, როგორც ახლა ევროპა ლიგის გამარჯვებულს უშვებენ.

    ჰო, ასე იყო
    წინა წლის გამარჯვებული დაშვებული იყო ხოლმე, ასეთი წესი არსებობდა მაშინ
    თუმცა კარგი იქ იყო, რომ დანარჩენ ორ თასს მეტი წონა ჰქონდა, რადგან იქაც ძალიან ძლიერი გუნდები იკრიბებოდნენ

  • El pistolero 9
    29 სექ 2021, 15:35

    ციტატა: C.PC5
    და ლუჟზე შესვლა არამგონია მარტივი იყოს გუნდის დიდი ნაწილისთვის🙄 მარა კაია ახლა ბავარია როარ ხვდებათ იქ, გაუჭირდებათ ბენფიკასთან თან ძაან. ისედაც არ ველოდები ძაან შემტევ თამაშს და ძაან მიწოლას, ისედაც არ ღირს თავიდანვე შეტევაში დაწყება, თორე ჩვენი დაცვის ამბავი რომ ვიცი მიართმევენ ბენფიკას შემტევები. ჯობია ბოლოსკენ ცადონ ტემპის მომატება და იქამდე უფრო მშვიდი თამაში წაიყვანონ, მითუმეტეს სკამზე ფატი და პედრი რომ იქნებიან მაგათი შემოყვანით გაზრდის რათქმაუნდა წნეხს, პლიუს პუჩი გავი და ნიკო.

    ისე მაინტერესებს, შემტევი სტილის ფლანგის მცველი უფრო ისწავლის დაცვას თუ დაცვითი ტიპის ფლანგის მცველი შეტევას?

  • me da barca
    29 სექ 2021, 13:14

    61 წელს ბარსამ ფინალამდე რეალი გამოაგდოო. კი მარა მაშინ ხომ მარტო პირველადგილოსნები გადიოდნენ ჩემპიონთა თასზე და 2 ესპანური გუნდი, როგორ შეხვდა ერთმანეთს? სავარაუდოდ როგორც წინა წლის გამარჯვებული დაუშვეს, როგორც ახლა ევროპა ლიგის გამარჯვებულს უშვებენ.

  • Nikabedinadze
    29 სექ 2021, 12:26

    ციტატა: Griezzy7
    მინგეზა როდგას მარჯვნივ ძალიან მშვიდად ვარ თითქმის არ უტევენ მაგის ფლანგიდან. ძალიან კარგად დგას და ზედმეტ მოძრაობებსაც არ აკეთებს. დესტი იმედია კარგად ითამაშებს. არაუხოზე ეჭვიც არ მეპარება. აუცილებლად მოსაგები თამაშია რა

    გეთანხმები,ჯერ-ჯერობით რაც ითამაშა ეგრეა

  • C.PC5
    29 სექ 2021, 12:25