“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რაფაელ მარკესი, შესაძლოა, “ბლაუგრანაში” დაბრუნდეს.
შაბათს, იგი “კამპ ნოუზე” იმყოფებოდა და ჩავის სადებიუტო მატჩს თვალი ტრიბუნიდან მიადევნა. თამაშის დღეს, რაფა ჟოან ლაპორტასაც შეხვდა.
ლაპორტასა და მარკესს კარგი ურთიერთობა აქვთ. ზაფხულში მექსიკელის “იუვენილ A-ს” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი დაბრუნება ვერ შედგა.
Sport წერს, რომ ლაპორტა მარკესის დაბრუნებით კვლავ დაინტერესებულია, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რა თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ იგი. თავად მარკესი ამბობს, რომ კატალონიური კლუბიდან შეთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდება.
“ბარსაში” დაბრუნების შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა ადმინისტრაციულ მიზეზთა გამო, ეს არ გამოვიდა. კარი კვლავ ღიაა და ვემზადები დაბრუნებისთვის, როდესაც ამისთვის შესაფერისი მომენტი დადგება.
ვცდილობ, გავიზარდო და უკეთესი გავხდე. უკეთესი იქნება, თუ ეს “ბარსაში” მოხდება, რადგან ჩემი მოდელი და ფილოსოფია ამ კლუბს ყველაზე უკეთ ერგება.
კითხვაზე, იმუშავებდა თუ არა იგი ჩავის სამწვრთნელო შტაბში, იგი პასუხობს:
– რაფას სიტყვებს Sport ციტირებს.
მარკესი “ბლაუგრანას” მაისურით 2003-2010 წლებში ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთი იმ ოთხ ფეხბურთელს შორის (კარბახალი, მათეუსი, ბუფონი), რომელსაც მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის 5 გათამაშებაში აქვს მიღებული.
ისე იქნებ ლანგლეს დღესაც აჯობოს.
აუ რა მაგრად მევასებოდა მხეცი იყო ! აი ვინ იყო ცენტრალური მცველი და საყრდენიც ერთდროულად ამის ბურთის ამოტანა ხო ერთი სიამოვნება იყო ! კარში დარტყმა მეორე
მაგარი მცველი იყო, მაგრამ პირველ რიგში ყურადღება საქმის ცოდნას და პროფესიონალიზმს უნდა მიექცეს და არა იმას თუ როგორი ფეხბურთელი იყო ის.
ძალიან მაგარი მცველი , ესეთი სტაბილური ცენტრი ალბათ არც გვყოლია და მასკერანომ ღირსეულად ჩაანაცვლა პიკესთან ერთად . იმედია არაუხო გააგრძელებს სამხრეთელი მცველების ტრადიციას , ყველაფერი აქვს საიმისოდ რომ ტოპ მცველი იყოს წლების განმავლობაში .
ღადაობა ოქნება ესეც ოსე დააბრუნოს ფეხბურთელის სტატუსით:)) ლენგლეს უმტიტის და გარსიას ახლაც აჯობებს