workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ბ-ს ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესის ყურადღება მიიქცია

ბარსა ბ-ს ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესის ყურადღება მიიქცია

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსა ბ-ს” ნახევარმცველმა, ლუკას დე ვეგამ, თავისი ტექნიკური შესაძლებლობების წყალობით, ჩავი ერნანდესის ყურადღება მიიქცია.

21 წლის ფეხბურთელმა დღეს პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა, სადაც მან თავის გამოჩენა და მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა მოახერხა.

დე ვეგამ მიმდინარე სეზონში, სარეზერვო გუნდის 11 მატჩიდან, მონაწილეობა მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო.

ალბერ როგეს ცნობით, დღევანდელ სესიაზე ასევე იმყოფებოდნენ: ილიას აკომაში, მიკა მარმოლი, ალვარო სანსი, მატეუს პერეირა, აბდე ეზალზული და ფერან ჟუტგლა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 19 ნოე 2021, 17:44
    #6

    ჩავის არ გამოეპარება არაფერი, ალბათ აქვს რაღაც ამ ბიჭს, და საერთოდ მიხედონ ლა მასიას რო მოედნენ მთელ ევროპას და ეძებენ თავისუფალ აგენტებს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 ნოე 2021, 09:27
    #5

    ერთი შემტევი, ცენტრალური მცველი და მეკარე თუ გაგვეჩითა ძაან გაასწორებს

  • Albicelecte
    schedule 19 ნოე 2021, 00:50
    #4

    ვნახოთ როგორც ივარგებს, აშკარად ლა მასიური შემადგენლობა უნდა ჯიგარს…
    ჟანდრო ორელანაზე აღარაფერი იწერება და ნიჭიერი ბიჭი ჩანდა მგონი… barca-6

  • LM10TheLegend
    schedule 18 ნოე 2021, 23:19
    #3

    აუუფ ამდენი ნახევარმცველი ზედმეტია

  • riva
    schedule 18 ნოე 2021, 23:02
    #2

    ნახევარმცველები ბევრი გვყავს თავდამსხმელი და მცველი იპოვე

  • Clever liar
    schedule 18 ნოე 2021, 22:58
    #1

    სარეზერვო გუნდის ძირითადში რომ ვერ ხარ რეგულარულად და პირველში დაგიძახებს ერთ დანახვაზე მწვრთნელი, ესეიგი რაღაც იდუმალი იმალება აშკარად შენში :))