შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” გენერალური სპონსორი კვლავ Rakuten იყოს, წერს Mundo Deportivo.
2022 წლის ივნისში Rakuten-თან დადებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ეწურება, კატალონიური კლუბი კი ახალი სპონსორის ძიების პროცესში იმყოფება.
“ბარსელონამ” ინდოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ორ წინადადებაზე უარი თქვა. კლუბს სურს, რომ თანამშრომლობიდან წელიწადში, მინიმუმ, 55 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღოს.
MD წერს, რომ “ბარსას” რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება აქვს. ასევე, ბოლო პერიოდში, Rakuten-თან კონტაქტი გააქტიურდა და არაა გამორიცხული, იაპონურ კომპანიასთან თანამშრომლობა გაგრძელდეს.
ამასთან, “ბარსელონას” Nike-თან მიმართებით დრო ეწურება. კლუბმა Nike-ს უნდა შეატყობინოს, თუ რომელი კომპანიის წარწერა იქნება მომდევნო სეზონის ფორმის წინა მხარეს, რათა ახალი მაისურების წარმოება დროულად დაიწყოს – დედლაინი რამდენიმე კვირაშია.
მერე თუ უნდა გაგრძელება დროზე ქნან, დრო ფულია ეგ მაინც ხო იციან.
წესიერი ფორმა დაიდოს ძმაო ეს რა კლოუნობების ათამაშებენ ფეხბურთელებს,
ნაიკი კი არა პუმა ან ადიდასი ჯობია,წესიერ ფორმებს მაინც შეკერავენ.
ნაიკს არ უნდა თვითონ გახდეს სპონსორიც?! "რაკუტენის" ნაცვლად დააწეროს "ნაიკი" და 70 მილიონი გადაუხადოს?! ამ ინოვაციას სხვებიც აიტაცებენ.
შუტკა