workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრიციო რომანო ბარსას პოტენციურ ტრანსფერებს აფასებს

ფაბრიციო რომანო ბარსას პოტენციურ ტრანსფერებს აფასებს

სპორტულ მედიასივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო “ბარსელონას” ზამთრის სატრანსფერო სამიზნეებზე საუბრობს.v

ფერან ტორესი

“ბარსა” ზამთარში ფერანს არ შეიძენს. შემტევს “მანჩესტერ სიტიში” განსაკუთრებული როლი აქვს და მას პეპ გვარდიოლაც აფასებს, შესაბამისად, “ქალაქელები” ფეხბურთელს არ გაუშვებენ.

რაჰიმ სტერლინგი

“მანჩესტერ სიტი” სტერლინგს დიდ ნდობას უცხადებს და მას 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

“ბლაუგრანასათვის” ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება, თუ მის გადაბირებას იჯარის წესით შეეცდება. ნებისმიერ შემთხვევაში, სტერლინგის გაფორმება მოსალოდნელი არ არის.

დანი ოლმო

“ლურჯ-ბროწეულისფერებს” დანის შეძენაც სურთ, თუმცა, იანვარში მისი მოყვანა ძალიან რთული იქნება.

ამის მოლოდინს ისიც ამყარებს, რომ გერმანულ კლუბებს (ამ შემთხვევაში, ლაიფციგს) ფეხბურთელების შუა სეზონში გაყიდვა, როგორც წესი, არ სჩვევიათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • CuleTillIDie
    schedule 16 ნოე 2021, 19:16
    #4

    სტერლინგი სეზონის ბოლომდე იჯარით მოიყვანონ კარგი იქნება

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 ნოე 2021, 18:35
    #3

    სტერლინგი არ მევასება მაგრამ იყოს იჯარით, ადეიმი კაი ვინმე ჩანს და დაითრიონ, ისე ზიეჩიც არ იქნებოდა ცუდი , ეგ ჩელსის სტილში არ ჯდება თორე ისე ძაან კლასნია

  • nika 54
    schedule 16 ნოე 2021, 18:32
    #2

    სანდო ჟურნალისტი ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს და არა მარჩიელობდეს ვის იყიდიან და ვის არა.

  • GiorgiM86
    schedule 16 ნოე 2021, 18:00
    #1

    ადეიემე დაითრიეთ. ყველაზე პერსპექტიული ეგ ჩანს დღეს. ოლმო და სტერლინგი არ არისნ ბარსას დონისები. ფაფხურაა ორივე 🙁