“ჩელსის” შემტევი კრისტიან პულიშიჩი, შესაძლოა, “ბარსელონაში” ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, “ბარსა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის გაძლიერებას აპირებს. კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნე რაჰიმ სტერლინგია, თუმცა, ივარაუდება, რომ “ბლაუგრანას” “მანჩესტერ სიტისთან” შეთანხმების მიღწევა გაუჭირდება.
Sport-ის ინფორმაციით, თუ “ბარსელონამ” სტერლინგის შეძენა ვერ შეძლო, კატალონიელები პულიშიჩის ტრანსფერზე გადაერთვებიან. “ბლაუგრანა” რაჰიმის ალტერნატივად სწორედ 23 წლის ამერიკელს განიხილავს.
წყარო იტყობინება, რომ “ჩელსი” მზადაა, პულიშიჩი, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა, იჯარით გაუშვას.
პულიშიჩმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა ჯერჯერობით მხოლოდ 4 მატჩში მიიღო და 1 გოლი გაიტანა.
კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე დანი ოლმოა მოსაყვანი (დასაბრუნებელი)
ტრავმიანი არ იყოს სტერლინგს ბევრად მირჩევნია
ოლმოზე იჩალიჩონ ისევ ეს ხეიბრები არგვინდა რა ერთ კვირას თუ უმაღლეს დონეზე ითამაშე და მერე მთელი სეზონი სკამი ხეხე ეგრე არ გამოვა საქმე
ახლახან ტრავმამოშუშებულები ხო ნახევარი გუნდი გვყავს დემბელეს და კოუტინიოს მეთაურობით. საერთოდ დარჩა ადგილი ლაზარეთში ესეც ხო გასათვალისწინებელია. რისი საშუალება გვაქვს "საწოლფონდი" აიტანს ამდენ კლიენტს.
კაი როჟა არი პუსისიჩი მაგრამ ესეც ძაან ტრამვიანია, ინვალიდები გვაკლია ახლა გუნდში? რავიცი , ერთი ის ვიცი რომ გარემარბი გვჭირდება