დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთი შვედეთს დაუპირისპირდება.
“ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამ შეხვედრისთვის მისი გუნდის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ნაკრებში გამოძახებული “ბარსელონას” სამივე ფეხბურთელი მოხვდა.
ესპანეთის ნაკრების სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
სიმონი, ასპილიკუეტა, ლაპორტი, პაუ ტორესი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, სოლერი, სარაბია, დე ტომასი, ოლმო.
თამაში თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ალბაც და ბუსკეტსიც დაასვენა წინა თამაშში, რო მეორე ყვითლები არ მიეღოთ და შვედებთან ყოფილიყვნენ ძირითადში.
ტრავმა აქვს
აჰა მაშინ გასაგებია
ტრავმა აქვს
ფერან ტორესი არ გამოუძახებიათ? არადა ნაკრებში კარგად თამაშობს… წარმატებები