workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი კარვახალი: ჩავის მისვლა ბარსას ენთუზიაზმს შემატებს

დანი კარვახალი: ჩავის მისვლა ბარსას ენთუზიაზმს შემატებს

მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველი, დანი კარვახალი, “ბარსელონაში” ჩავი ერნანდესის დაბრუნების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს.

მისი მისვლა “ბარსელონაში” ცვლილებებს მოიტანს. “ბარსელონაში” ისეთი ფიგურის მისვლა, როგორიც ჩავია, მათ ენთუზიაზმს შემატებს. თუნდაც, როგორც მეტოქეს, წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა არა ჩვენ წინააღმდეგ.

ესპანელის აზრით, კატალონიელებს ლა ლიგისთვის ბრძოლა არ დაუსრულებიათ.

“ბარსას” ჩემპიონობას არ გამოვრიცხავ. ზიდანის პირველ სეზონში, მათ 12 ქულით ჩამოვრჩებოდით, თუმცა სხვაობა 1 ქულამდე შევამცირეთ. მათზე ზეწოლას ბოლო ტურამდე ვინარჩუნებდით.

ჩვენთვის, “ბარსას” ასე უკან ყოფნა მოულოდნელია, მაგრამ მათი საჩემპიონო რბოლიდან გამორიცხვა არ შეიძლება, პატივისცემა აუცილებელია. გუნდებს აქვთ კარგი და ცუდი პერიოდები, რომლებიც მუდმივად იცვლება.

– მის სიყვებს Sport ციტირებს.

კარვახალმა ეს განცხადება საბერძნეთის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა. იგი “ბლაკოსის” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • azulgerana
    schedule 10 ნოე 2021, 16:00
    #4

    კარვახალი სპორტული დისციპლინით გამოირჩევა

  • nika 54
    schedule 10 ნოე 2021, 15:56
    #3

    ამას ნაკრები აღირსეს და ენა გაეხსნა? რეალის 5 ფეხბურთელი რო იყო გუნდში და ბარსას ერთი მაშინ ასე ენამოჩლექით არ ლაპარაკობდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 ნოე 2021, 13:44
    #2

    კაი განცხადება კია მაგრამ ეს ფრთხილად იყოს პერეს რომ რამე არ მოეწონოს ამის ნალაპარაკებში მალე ვნახავთ სადმე ყატარში ან ჩინეთში

  • ლ.გ.K I N G
    schedule 10 ნოე 2021, 13:41
    #1

    ეს ისე არ აკეთებს ცუდ განცხადებებს მადრიდულს რაა,არ მახსოვს ყ/შ