წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 4 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
4 ნოემბერს “ბარსელონამ” 24 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1917 წელი
3 დღეში გამართული მე-2 “ელ კლასიკო“, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა, მასპინძლებმა 4-1 მოიგეს. “ბარსელონას” მხრიდან გოლები ვინიალსმა, ორმეუმ, საგიმ და გუმბაუმ გაიტანეს.
1972 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი პორტუგალიელი შემტევი ლუიშ ფიგუ. 1995-2000 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 249 თამაში ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა. ფიგუმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. 2000 წელს ლუიშ ფიგუ “ბარსელონადან” “რეალ მადრიდში” გადავიდა.
1992 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის მეკარე სანდრა პანიოსი.
2001 წელი
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “ელ კლასიკო” “რეალ მადრიდმა” 2-0 მოიგო. მეორე გოლი ლუიშ ფიგუმ გაიტანა.
2006 წელი
“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხი ლოპესმა 39 წლის ასაკში თავი მოიკლა.
იუდა ისკარიოტელის ხსენების დღე ყოფილა
ნუ ლუჩო მაინც მიყვარს, იქეთა გადასახედიდან არანაკლები იუდაა ესეც, თუ უარესი არა
ერთია როცა გუნდიდან უშვებენ და შენ იმატებ. მაგრამ ფიგუმ ბარსა მოატყუა და უფრო დიდ ხელფასზე გაყიდა გუნდი. პერესი რო იკითხო ჰალაზე კაცური კაცია.
მივულოცოთ ყველა გამყიდველს დღევანდელი დღე

იუდა ისკარიოტელის ხსენების დღე ყოფილა
ნუ ლუჩო მაინც მიყვარს, იქეთა გადასახედიდან არანაკლები იუდაა ესეც, თუ უარესი არა