ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

1 ნოემბერს “ბარსელონამ” 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 13 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1913 წელი

ბარსელონაში ჩატარებულ ამხანაგურ თამაშში მასპინძლებმა “რეალ მადრიდი” 7-0 გაანადგურეს. გოლები კარლიერმა (3), უოლასმა (2), ალკანტარამ და გრინველმა გაიტანეს.

1917 წელი

ბარსელონაში ჩატარებულ ამხანაგურ თამაშში მასპინძლებმა “რეალ მადრიდი” 3-1 დაამარცხეს. “ბარსას” მხრიდან სამივე გოლი ვინიალსმა გაიტანა.

1963 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი უელსელი თავდამსხმელი მარკ ჰიუზი. 1986-1988 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 37 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

1997 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” სტუმრად 3-2 დაამარცხა. კატალონიელთაგან გოლები რივალდომ, ლუის ენრიკემ და ჯოვანიმ გაიტანეს.

2008 წელი

“მალაგასთან” სტუმრად 4-1 მოგებული შეხვედრა ჩავის კარიერაში იყო პირველი და ერთადერთი, როდესაც მან დუბლი გაიფორმა.

2011 წელი

ვიქტორ ვალდესმა გოლი ზედიზედ 825 წუთის განმავლობაში არ გაუშვა და მიგელ რეინას მიერ 1972/73 წლების სეზონში დამყარებული საკლუბო რეკორდი მოხსნა.

“ბარსელონამ” “პლზენს” სტუმრად 4-0 მოუგო. მესიმ “ბარსელონას” მაისურით თავისი მე-200, 201-ე და 202-ე გოლები გაიტანა.

2020 წელი

73 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონაში” იოჰან კრუიფის ყოფილი ასისტენტი ტონი ბრუინს სლოტი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    01 ნოე 2021, 19:43

    2011-ში ვალდესს ვინ გაუტანდა, მთელი გუნდი მოწინააღმდეგის საჯარიმოში აღამებდა და ათენებდა.