ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

30 ოქტომბერს “ბარსელონამ” 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1910 წელი

“ბარსელონამ” ამხანაგურ მატჩში “ტულუზი” 8-1 გაანადგურა. გოლები პატულიომ (2), პ. უოლასმა (2), კ. უოლასმა (2), როდრიგესმა და კომამალამ გაიტანეს.

1960 წელი

დაიბადა “ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა დიეგო მარადონა. 1982-1984 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 58 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა. მარადონამ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის ლიგის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1967 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ფერნანდო მუნიოსი. 1990-1992 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 87 თამაში ჩაატარა. მუნიოსმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1971 წელი

გაიხსნა “ბარსელონას” ყინულის მოედანი.

2010 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სევილია” 5-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), ვილიამ (2) და ალვესმა გაიტანეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • nika 54
    30 ოქტ 2021, 16:26

    1971 წელი
    გაიხსნა "ბარსელონას" ყინულის მოედანი.

    ეს კარგია რო მოესწრო.

  • Norman Bates
    30 ოქტ 2021, 11:32

    მარადონა რანაირად გაუშვეს😀

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    30 ოქტ 2021, 10:49

    მოიცა პრევიუ წაშალეთ? ვკითხულობდი…